პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი17-წლიანი სხვაობით გადაღებული ფოტოს ამბავი და ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე -...

17-წლიანი სხვაობით გადაღებული ფოტოს ამბავი და ვილი სანიოლის გზა ქართულ ფეხბურთამდე – მთავარი მწვრთნელის სკანდალი, რის გამოც გუნდიდან „განდევნეს“

სამი დღე გა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბი­დან და ემო­ცი­ე­ბი მა­ინც არ ცხრე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღემ­დე ვრცელ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დგო­მი ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი, რაც მნახ­ველს გულ­გრილს ვერ ტო­ვებს. მათ შო­რის არის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი­სა და ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის ვილი სა­ნი­ო­ლის ფოტო კო­ლა­ჟი, რომ­ლე­ბიც 17 წლი­ა­ნი სხვა­ო­ბით, ორი­ვე მინ­დორ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

პირ­ველ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც 2007 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დე­ბი “ბა­ი­ერ­ნი” და “შალ­კე” ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან. ვილი სა­ნი­ო­ლი მი­უნ­ხე­ნის “ბა­ი­ერ­ნის” ფეხ­ბურ­თე­ლია, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­თან კი “შალ­კე­სი”, ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი შეხ­ვედ­რი­სას გერ­მა­ნულ გუნ­დებს წარ­მო­ად­გენს. სუ­რათ­ზე ჩანს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დე­ბის სპორ­ტსმე­ნებს შო­რის ბრა­ზი და და­ძა­ბუ­ლო­ბა.

მე­ო­რე ფოტო 2024 წლის 26 მარტს დი­ნა­მო არე­ნა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად კო­ბი­აშ­ვი­ლი და სა­ნი­ო­ლი ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცა­ვენ.

ფაქ­ტე­ბი ვილი სა­ნი­ო­ლი­ზე

ვილი სა­ნი­ო­ლი 1977 წლის მარ­ტში საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და. თა­მა­შობ­და კლუ­ბებ­ში – სენტ-ეტი­ენ­ში, მო­ნა­კო­ში, ბა­ი­ერნ­ში და საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში. ის არის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი, ორი კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თა­სის და მრა­ვა­ლი სხვა თა­სის მფლო­ბე­ლი.

ვილი სა­ნი­ო­ლის საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ჯამ­ში, 58 შეხ­ვედ­რა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ის საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო 2002-2006 წლებ­ში ფი­ფას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 2004-2008 წლებ­ში კი, უე­ფას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

სა­ნი­ო­ლი საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში ას­პა­რე­ზობ­და 2006 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, რო­დე­საც გუნ­დი იტა­ლი­ას­თან და­მარ­ცხდა.

აქ­ტი­უ­რი სპორ­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ სა­ნი­ო­ლი 2013-2014 წლებ­ში საფ­რან­გე­თის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებს წვრთნი­და. 2014-2016 წლებ­ში ბორ­დოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 2017 წლის ზა­ფხულ­ში კი ბა­ი­ერ­ნის საწ­ვრთნე­ლო შტაბს შე­უ­ერ­თდა. 2017 წლის 28 სექ­ტემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა ბა­ი­ერ­ნის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად. 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩა­ი­ბა­რა.

ვილი სა­ნი­ო­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს ოთხი შვი­ლი.

ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ში

2014 წელს სა­ნი­ო­ლი სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რო­დე­საც მა­შინ­დელ ბორ­დოს მწვრთნელს, რა­სიზ­მში დას­დეს ბრა­ლი. მა­შინ სა­ნი­ოლ­მა თქვა:

“სა­ნამ მე „ბორ­დოს“ მწვრთნე­ლი ვარ, ცოტა აფ­რი­კელ ფეხ­ბურ­თელს შე­ვი­ძენთ. არ მინ­და ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ დავ­კარ­გო ნა­ხე­ვა­რი გუნ­დი იმის გამო, რომ მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღონ აფ­რი­კის თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში. აფ­რი­კე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია: ისი­ნი ითხო­ვენ ნაკ­ლებ ხელ­ფასს, ია­ფე­ბი არი­ან, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი აქვთ, ფი­ზი­კუ­რი ძალა გა­აჩ­ნი­ათ. მაგ­რამ ფეხ­ბურთში კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნი­კა, ჭკუა და დის­ციპ­ლი­ნა. აქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­შია არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი…“

ცოტა ხან­ში სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბის გამო ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია.

“ვწუხ­ვარ, თუ ჩემი სი­ტყვე­ბით ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. ბო­დიშს ვიხ­დი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფეხ­ბურთზე ვლა­პა­რა­კობ­დი. ჩემი სი­ტყვე­ბი ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, ტაქ­ტი­კურ გან­სწავ­ლუ­ლო­ბას შე­ე­ხე­ბო­და. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­პი­რებ­დი ლა­პა­რაკს ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე“.

მაგ­რამ უკვე გვი­ან იყო. გუნ­დის შიგ­ნით ატ­მოს­ფე­რო გა­ფუჭ­და და საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ “ბორ­დო” მე-14 ად­გი­ლამ­დე ჩა­მო­ვი­და. სა­ნი­ო­ლი მწვრთნე­ლის პოს­ტი­დან და­ი­თხო­ვეს და არა­ვინ აღარ ეძახ­და სა­მუ­შა­ოდ.

გა­ვი­და დრო და გუნდში, სა­დაც სა­ნი­ო­ლი მარ­თლა უყ­ვარ­დათ, შან­სი მის­ცეს და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ეს­ყი­და – ეს იყო მშობ­ლი­უ­რი “ბა­ი­ერ­ნი”.

თავ­და­პირ­ვე­ლად სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტიმ სე­ზო­ნის ასის­ტენ­ტად და­უ­ძა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, ან­ჩე­ლო­ტის კა­რი­ე­რა „ბა­ი­ერნ­ში“ ვერ აე­წყო და სა­ნი­ო­ლის და­ნიშ­ვნი­დან ორ თვე­ში და­ი­თხო­ვეს. ახალ მწვრთნე­ლად კი იუპ ჰა­ინ­კე მი­იწ­ვი­ეს. ცხრა დღის შემ­დეგ ვილი სა­ნი­ოლ­მა „ბა­ი­ერ­ნი“ და­ტო­ვა და მას შემ­დეგ მწვრთნე­ლად აღარ უმუ­შა­ვია.

ეს იყო 2017 წელს და ზუს­ტად 4 წლის შემ­დეგ 2021 წლის 25 მარტს მისი დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში შედ­გა.

თუმ­ცა ნაკ­რებ­ში მისი მოს­ვლი­დან სპორ­ტუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას აპი­რებ­და. ხში­რად უწუ­ნებ­დნენ ხისტ ხა­სი­ათს, სამ­წვრთნე­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი წე­რენ, რომ სა­ნი­ოლ­მა მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ნაკ­რე­ბის ყვე­ლა წევრთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ წე­ლი­წად­ში სულ რამ­დე­ნი­მე­ჯერ ხვდე­ბა.

“ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, არც ახლა ვფიქ­რობ წას­ვლა­ზე, რად­გან კარგ ხალ­ხში, კარგ ქვე­ყა­ნა­ში და კარგ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში მოვ­ხვდი და აქ მუ­შა­ო­ბა მი­ხა­რია!.. პე­ნალ­ტის დარ­ტყმას დიდი „კვერ­ცხე­ბი“ სჭირ­დე­ბა,“ – იტყვის სა­ნი­ო­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მატ­ჩი­დან მე­ო­რე დღეს, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
“თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და წონაში კლება ერთვის, საშიშია” – რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

“თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და წონაში კლება ერთვის, საშიშია” – რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

მარტი 21, 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მჟაუნა – რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

მჟაუნა – რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

მარტი 21, 2025
ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

მარტი 21, 2025
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

21 მარტი 2025
თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

მარტი 21, 2025
2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

მარტი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი