16 მაისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უნიკალური საფეხბურთო შოუ გელოდებათ — საქართველოს ნაკრების ლეგენდები ესპანური გრანდის, „ბარსელონას“ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. მატჩი გაიმართება ლეგენდების საერთაშორისო სერიის ფარგლებში და მასში მონაწილეობას მიიღებს ბრაზილიელი ვარსკვლავი, რონალდინიო, რომელიც 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელია.
სპორტული ღონისძიება ორგანიზებულია Sports Orient-ის მიერ და ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში, 21:00 საათიდან იხილონ.
ლეგენდარული შეხვედრა სიმბოლურად იმართება ზუსტად 10 წლის შემდეგ, რაც თბილისში „ბარსელონამ“ უეფა-ს ევროპის სუპერ თასზე „სევილია“ 5:4 დაამარცხა. ეს იყო მატჩი, რომელიც ქართული საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.
თბილისელ მაყურებელს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, საშუალება ექნება იხილოს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები, რომლებმაც წლების განმავლობაში მილიონობით გულშემატკივარი მოიხიბლეს. მსგავსი მატჩი 2024 წელს ბათუმში გაიმართა, სადაც „ინტერის“ ლეგენდებმა ითამაშეს და მათ შორის ლუის ფიგუ და ხავიერ ძანეტიც იყვნენ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია