ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები16 წელი აგვისტოს ომიდან

16 წელი აგვისტოს ომიდან

16 წელი აგვისტოს ომიდან – ამ წარწერით და ომის ამსახველი ფოტოებით აგვისტოს მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ და სახელისუფლებო გუნდის ლიდერები.

„ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, მიტოვებული წინაპართა საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები – აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი – ეს რუსული აგრესიის შედეგია.

2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე, რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.

ომიდან 16 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

მასალის გამოყენების პირობები
  წყალი 24 საათით შეწყდება - ნახეთ ქუჩები
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი