საკვები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა იმის გარკვევა, რისი მიღებაა უსაფრთხო და რისი — არა, ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს.
ჩვენს ყოველდღიურ მენიუში არაჯანსაღი პროდუქტებიდან რამდენიმე მაინც გვხდება ხოლმე. ამიტომ, აუცილებელია კვების რაციონში ცვლილებების შეტანა დღესვე დაიწყოთ, რაც სიცოცხლეს საშუალოდ 10 წლით გაგიხანგრძლივებთ და დაავადებების რისკსაც შეგიმცირებთ. 10 მავნე ყოველდღიური პროდუქტების სია კი ასეთია:
1. გაზიანი სასმელები
გაზიანი სასმელები ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. მათი რეგულარული მიღება ორგანიზმში აუარესებს ყველაფერს — დაწყებული კანიდან, დამთავრებული სისხლში შაქრის დონითა და ჰორმონების მდგომარეობით, რაც განწყობაზეც კი დიდ გავლენას ახდენს. გაზიანი შაქრიანი სასმელების მიღებისას სისხლში შაქრის დონის კონტროლი რთულდება. რეკლამები ხშირად გვარწმუნებენ, რომ ეს სასმელები სასარგებლოა ან შეიცავს ვიტამინებს, სინამდვილეში კი ისინი სავსეა მხოლოდ შაქრით და უმეტესად საღებავებით.
2. თეთრი პური
იმის მიუხედავად, რომ მარცვლეული სასარგებლოა, იმავეს ვერ ვიტყვით რაფინირებული ფქვილისგან დამზადებულ თეთრ პურზე, რომელსაც აკლია სასარგებლო ბოჭკოები, მინერალები და ვიტამინები. ყველაზე ჯანსაღი პური, რომლის შეძენაც შეგიძლიათ, მთლიანი მარცვლეულის პურია. უმჯობესია მოერიდოთ პურს, რომელიც შეიცავს რაფინირებულ ნახშირწყლებს ან დამატკბობლებს, როგორებიცაა შაქარი, ფრუქტოზის სიმინდის სიროფი, დექსტროზა ან მელაზა. არაჯანსაღი ინგრედიენტებისგან დამზადებული პურის მიღმა იმალება წონის მატების, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებისა თუ შინაგანი ორგანოების პრობლემების რისკი.
3. მცენარეული ზეთი
მცენარეული ზეთი ჩვენი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ თითქმის არც ვფიქრობთ, რას ვამატებთ საჭმელში. მცენარეული ზეთების ნაწილი შეიცავს საშიშ ტრანსცხიმებს, რომლებიც შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის, კიბოსა და ალცჰაიმერის გამომწვევი ფაქტორი. ეტიკეტზე აუცილებლად შეამოწმეთ შენახვის ვადა: რაფინირებული ზეთი 1 წელიწადს ან ცოტა მეტხანს ინახება (გამონაკლისია რაფინირებული ზეითუნის ზეთი — მისი შენახვის ვადა 2 წელია). თუ ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა ამაზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტს სპეციალური ქიმიური ნივთიერებები — ანტიოქსიდანტები აქვს დამატებული. ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა, ამიტომ შეძლებისდაგვარად ერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომლის შენახვის ვადა 2 წელზე მეტია.
4. დრესინგები (მაღაზიაში ნაყიდი სოუსები)
ბოთლში ჩამოსხმული სალათის სოუსები შეიცავს შაქარს, მარილს, ტრანსცხიმებს, კონსერვანტებს და საღებავებს. ხშირად ერთი სუფრის კოვზი დრესინგი შეიცავს დღიური მარილის ნორმის 30%-ს, რაც აღიზიანებს ღვიძლს, არღვევს მეტაბოლიზმს და ზრდის წონის მატების რისკს. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი, ვაშლის ძმარი ან არარაფინირებული ზეითუნის ზეთი.
5. მარგარინი
მარგარინის მთავარი მინუსი მასში შემავალი ტრანსცხიმებია. ეს ის ცხიმებია, რომლებიც ჰიდროგენიზაციით (თხევადი მცენარეული ცხიმების მყარ ცხიმებად გარდაქმნის პროცესით) მიიღება, მარგარინის გემოს აუმჯობესებს და მისი შენახვის ვადას ზრდის. გარდა ამისა, მარგარინი შეიცავს წყალს, შრატს, ემულგატორებს, რომლებიც სითხესა და ცხიმებს აკავშირებს, მარილს, საღებავებსა და არომატიზატორებს. რადგან მარგარინის წარმოებისას ხდება ჰიდროგენიზაციის პროცესი, ამ დროს ქიმიური სტრუქტურა იცვლება. მაგალითად, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა ე.წ. ტრანსიზომერად — პოლიუჯერ მჟავად — იქცევა, რაც ბევრად უფრო საშიშია ორგანიზმისათვის, ვიდრე ბუნებრივი ნაჯერი ცხიმები. ტრანსიზომერების ზემოქმედებით იზრდება ქოლესტერინის დონე და როგორც გამოკვლევები ადასტურებს, იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
6. ჩიფსები
ჩიფსები სხვა არაფერია, თუ არა ნახშირწყლებისა და ცხიმების ნაზავი, რომელსაც უხვად აქვს დამატებული მარილი, საღებავი და არომატიზატორები. განსაკუთრებით მავნეა ჩიფსები, რომლებიც არა კარტოფილისგან, არამედ მისი ფქვილისგან არის დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი სასარგებლო პროდუქტია, ჩიფსების მომზადებისას, ტექნოლოგიური პროცესის განმავლობაში, ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას და სანაცვლოდ მავნეს იძენს. ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველობის გამო ჩიფსები მეტისმეტად კალორიულია – 100 გრამი საშუალოდ 510 კილოკალორიას შეიცავს. ამასთან, ჩიფსები ძალიან მარილიანია, ჭარბი მარილი კი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოშლას და შესაძლოა, შეშუპებისა თუ გულის მუშაობის დარღვევის მიზეზადაც იქცეს… სრულად


