სამშაბათი, აპრილი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება1 წუთში 25 სწორი პასუხი - გაიცანით მეათეკლასელი ვანელი მოსწავლე, რომელმაც შესანიშნავი...

1 წუთში 25 სწორი პასუხი – გაიცანით მეათეკლასელი ვანელი მოსწავლე, რომელმაც შესანიშნავი შედეგი აჩვენა

მირიან სვანაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეა. ის საზოგადოებამ პროექტიდან “წიგნების თარო” გაიცნო. სადებიუტო ბლიცში მირიანმა, ამ ეტაპისთვის, გადაცემის მე-14 სასკოლო სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა და 1 წუთში 25 სწორი პასუხის მოგროვება შეძლო. მირიან სვანაძე წიგნების კითხვის სიყვარულისა და საკუთარი ინტერესების შესახებ ვრცლად საუბრობს:

– კითხვა საკმაოდ მცირე ასაკში შემიყვარდა. ბავშვობიდანვე ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა და ნაწარმოები მომწონდა და სწორედ ამ ჟანრიდანაა წიგნი, რომელმაც კითხვის პროცესი შემაყვარა. კლაივ ლუისის „ნარნიის ქრონიკების” სერიაზე ვსაუბრობ. ის, წლების შემდეგაც, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნად რჩება და ამ ნაწარმოებზე მეგობრებთან ერთად დღესაც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. შემდეგ, ყოველი ახალი წაკითხული ნაწარმოები ჩემთვის მოტივაციად იქცა, რომ კითხვა გამეგრძელებინა და ამ პროცესისგან სიამოვნება მიმეღო.

– როგორ ფიქრობ, ის ფაქტი, რომ წიგნების წაკითხვა გიყვარს, რას ცვლის შენს ცხოვრებაში? რაში გეხმარება ზოგადი განათლება?
– წიგნის კითხვა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ის აზროვნებას ავითარებს, განვითარებული აზროვნება კი ბევრი რამის წინასწარ განჭვრეტაში მეხმარება. ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს და სწორედ წიგნებისგან ვიღებ ძალიან დიდი რაოდენობით სასარგებლო ინფორმაციას. ძალიან მიყვარს გონებაში სხვადასხვა პერსონაჟთა ვიზუალური პორტრეტების დახატვა და მათი გაცოცხლება. მომწონს, როდესაც პერსონაჟსა და საკუთარ თავს შორის მსგავსებას აღმოვაჩენ. რაც შეეხება ზოგად განათლებას, ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და პიროვნულ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს.

– სკოლაში რა საგნებს ანიჭებ უპირატესობას, რა მიმართულება უფრო მეტად გაინტერესებს?
– სკოლაში სწავლისას უპირატესობას ჰუმანიტარული მიმართულების საგნებს ვანიჭებ, განსაკუთრებით კი – ისტორიას, სამართალსა და ქართულ ლიტერატურას. ძალიან მიყვარს ისტორიული მოვლენების შესწავლა და მათი გაანალიზება. ასევე, სასწავლებელში არსებული ძალიან საინტერესო სწავლებისა და პროექტების გამო, დაინტერესებული ვარ რელიგიითა და მისი ისტორიის შესწავლით.

– სკოლის პარალელურად, ხომ არ არის რაიმე პროექტები, ოლიმპიადები, რაშიც ერთვები ხოლმე?
– სკოლის პარალელურად, სხვადასხვა პროექტსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას მცირე ასაკიდანვე ვიღებ. არაერთხელ მომიპოვებია სხვადასხვა ოლიმპიადის ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედლები, რაც ყოველთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. დღესდღეობით გატაცებული ვარ ინტელექტუალური თამაშებით და ყოველთვის ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო და გავიმარჯვო.

  "ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც" - პატრიარქი

– გაგვიზიარე შენი საყვარელი წიგნებისა და ავტორების შესახებ.
– ჩემ საყვარელ ავტორებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჯემალ ქარჩხაძე და განსაკუთრებით მისი ორი რომანი: „ანტონიო და დავითი” და „ზებულონი”.

ასევე, გატაცებული ვარ დისტოპიური ჟანრის ლიტერატურით და ამ მხრივ გამოვარჩევდი ჯორჯ ორუელისა და თანამედროვე მწერლის, ლუის ლოურის, რომანებს.

თანამედროვე ლიტერატურიდან გამოვარჩევდი პატრიკ მოდიანოს და მის ძალზედ საინტერესო რომანს „ცირკი მიდის”.

– რა შეგიძლია ურჩიო შენს თანატოლებს – როგორ შეიძლება, წიგნის კითხვის პროცესი შეიყვარონ?
– თანატოლებს ვურჩევ, რომ ის წაიკითხონ, რაც მოსწონთ და ჩაუღრმავდნენ თითოეულ წიგნს, რათა ავტორის ჩანაფიქრი კარგად განჭვრიტონ.

– “წიგნების თაროზეც” მოგვიყევი, როგორ მოხვდი პროექტში და ელოდი, თუ არა ასეთ წარმატებას?
– “წიგნების თაროს” რამდენიმე წელია, ვუყურებ და მონაწილეობის მიღება საკმაოდ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. საბედნიეროდ, ორი ძალიან კარგი გუნდელი შემხვდა, რომელთაც ამ პროექტში მონაწილეობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ. პროექტში წარმატების მიღწევა ყოველთვის მინდოდა გუნდელებთან ერთად, ამ საქმეში დიდი შრომაც ჩავდე.

– რა მიმართულებით გეგმავ სამომავლოდ სწავლისა და განვითარების გაგრძელებას?
– ჯერჯერობით, ვერ ვახერხებ საკუთარი მომავლის განჭვრეტას, თუმცა, სავარაუდოდ, ჩემი საქმიანობა რომელიმე ჰუმანიტარულ მეცნიერებას დაუკავშირდება. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
ორი სიმპტომი, რომელიც, შესაძლოა, მძიმე დაავადების მაჩვენებელი იყოს

ორი სიმპტომი, რომელიც, შესაძლოა, მძიმე დაავადების მაჩვენებელი იყოს

აპრილი 8, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი