ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება✨⬇ „უბედნიერესი დღე ანიტასთვის, პირველი გააზრებული შეხვედრა პატრიარქთან…“ – საბავშვო ევროვიზიის ქართველი...

✨⬇ „უბედნიერესი დღე ანიტასთვის, პირველი გააზრებული შეხვედრა პატრიარქთან…“ – საბავშვო ევროვიზიის ქართველი წარმომადგენელი პატრიარქმა დალოცა

პატრიარქმა „ევროვიზიის“ მონაწილე ანიტა აბგარიანი დალოცა,- ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:

„ამა წლის 13 დეკემბერს საქართველოში ჩატარდება საბავშვო ევროვიზიის კონკურსი; ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს ანიტა აბგარიანი. ანიტა დღეს იყო პატრიარქის სტუმარი. მისმა უწმინდესობამ დალოცა იგი, ასევე დალოცა კონკურსის მონაწილე ყველა ბავშვი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომღერლის დედა თეონა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ილია მეორემ ქართველი კონკურსანტები დალოცა.

„უბედნიერესი დღე ანიტასთვის.
უწმინდესის და უნეტერესის დალოცვა, პირველი გააზრებული შეხვედრა პატრიარქთან (როცა მონათლა ძალიან პატარა იყო) და უდიდესი ემოციები.
დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ძალა მიეცა დღეს, რაც იმედია აისახება მის გამოსვლაში.
უდიდესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის Mitropoliti Dimitri Shiolashvili და მამა დავითს
Anita Abgariani ბედნიერი ჩემი გოგო“ – წერს თეონა დოლიძე სოციალურ ქსელში.
13 დეკემბერს საქართველო საბავშვო ევროვიზიას მეორედ უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ნახეთ, სად და რამდენი ძვირფასი ლითონი შეგიძლიათ იპოვოთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი