ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიჰაერის უპრეცედენტო დაბინძურება დაფიქსირდა - „გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოდით და...

ჰაერის უპრეცედენტო დაბინძურება დაფიქსირდა – „გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოდით და ატარეთ ნიღაბი…” – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს, რომ გარეთ გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ

„დღეს გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადით და ატარეთ N95/FFP2 ნიღაბი — დაბინძურება ძალიან საშიშია.“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
დღეს საქართველოში ჰაერის უპრეცედენტო დაბინძურება დაფიქსირდა — PM2.5 ნორმაზე 3.6-ჯერ მაღალია. მიზეზად სახელდება „სამხრეთიდან – არაბეთისა და სინაის უდაბნოდან წამოსული მტვრის მასა“, რომელიც თურქეთის მიმართულებით ამოვიდა და հիմա საქართველოს ქალაქებზეა გადმოწოლილი.
რატომ ხდება ეს ახლა?
• ბოლო დღეებში ძლიერი სამხრეთის ქარია
• ინვერსიის გამო დაბინძურება მიწის ზედაპირზე „ჩაჭედდა“
• ქალაქებში ჰაერი თითქმის არ მოძრაობს
• კლიმატის ცვლილებით რეგიონში მტვრის ბურუსები უფრო ხშირი ხდება
დაზარალებული ქალაქები:
თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი – პრაქტიკულად ყველა დიდი ქალაქი.
მტვერი მოგვიანებით ჩრდილოეთ კავკასიას გადაესვლება.
ამის მნიშვნელობა ყველას არ ესმის:
PM2.5 არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში ნივთიერება — მსგავსი ნივთიერებები საერთაშორისო კლასიფიკაციით “კიბოს გამომწვევი” ჯგუფში კლასიფიცირდება.
ეს ნაწილაკი თმის ღერზე 30-ჯერ პატარაა, გადის ფილტვს და პირდაპირ სისხლში ხვდება — აზიანებს გულს, ტვინს, სისხლძარღვებს.
და იცით, რა „არაფერ შუაშია“ ამ ყველაფერთან?
  • კატალიზატორ-მოხსნილი მანქანები
  • უკონტროლო მშენებლობები
  • მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა
  • მწვანე საფარის განადგურება
  • მოჭრილი ტყეები
  • — უბრალოდ უდაბნოს მტვერია და მეტი არაფერი…
ჯანმრთელობის მოკლე რეკომენდაციები:
• გარეთ აქტივობა – სასურველია შეზღუდოთ
• ქუჩაში – N95/FFP2, სხვა ნიღაბი PM2.5-ს ვერ აჩერებს
• ფანჯრები – დახურული
• სახლში – HEPA ფილტრი თუ გაქვთ
• ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, გულ–ფილტვის პაციენტები – გარეთ არ გავიდნენ
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი