ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს

ხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„დავიწყების ფიზიოლოგია
ხშირად ტვინი განზრახ გვავიწყებინებს რაღაცეებს.
ძირითადად ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ დაგვიცვას ჩვენ და საკუთარი თავიც გადატვირთვისგან.
ანალოგიისთვის ავიღოთ ტვინზე გაცილებით მარტივი კომპიუტერი – ჩვენი სმარტფონები.
აქაც რაღაც ეტაპზე გვიწევს ძველი სურათების, ვიდეოების, აპლიკაციების წაშლა, რომ ახალი მასალა შევიყვანოთ, განვათავსოთ და შევინახოთ ტელეფონში.
ცენტრალური ნერვული სისტემა ასევე ივიწყებს იმას, რაც დიდი ხანია აღარ არის გამოყენებაში.
მაგალითად, სამსახურის ან ახლო მეგობრის გზა სულ გვახსოვს.
აი, ერთხელ რომ სადღაც ვიყავით და იმ გზას რაღაც დროის მერე ვეღარ ვიხსენებთ, ეს მინიმუმ ლოგიკურია და ფიზიოლოგურად ბუნებრივიც.
ნუ ჩავარდებით პირდაპირი რეისით პანიკაში, თუ რაღაცეები აღარ გახსოვთ!
მიეცით ტვინს საშუალება, იზრუნოს თქვენს მეხსიერებაზე და დაგავიწყოთ რაღაცეები.
კონტრაინტუიტიულად ჟღერს, მაგრამ ასეა!
თან ყველაფრის დამახსოვრება საერთოდ არც არის საჭირო, მრავალი მიზეზის გამო!“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საქართველოში, საკვებთან შემხებლობის მქონე პლასტმასის პროდუქცია ეტაპობრივად აიკრძალება – რითი ჩანაცვლდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი