პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიხვიჩა კვარაცხელიას შვილის გამოჩენამ მამის გაჩემპიონება "გადაფარა"

ხვიჩა კვარაცხელიას შვილის გამოჩენამ მამის გაჩემპიონება “გადაფარა”

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის წყვილი მუდამ ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად კამერის ობიექტივში მათი პატარა ვაჟი დამიანე მოექცა.

ხვიჩა კვარაცხელიას ვაჟი, პატარა დამიანე კვარაცხელია პირველად გამოჩნდა ასე საჯაროდ და რა თქმა უნდა, დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და გამარჯვების აღსანიშნავად ხვიჩას მეუღლე ნიცა თავაძე და პატარა ვაჟი, რომლებიც ყველა თამაშს ესწრებიან, ამჯერად სტადიონზეც ჩავიდნენ.

დამიანემ იქ მყოფი საზოგადოების ყურადღება დაიპყრო, ინტერნეტსივრცეში კი მისი ფოტოების გამოჩენის შემდეგ მსჯელობენ, ვის უფრო ჰგავს, დედას თუ მამას?ხვიჩა

ცნობისათვის, ნიცამ და ხვიჩამ 2023 წლის 16 ოქტომბერს იქორწინეს. პატარა დამიანე კი 2024 წლის 21 აგვისტოს გაჩნდა.

წყვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოში აღნიშნავენ. ნიცამ საქართველოში იმშობიარა და დამიანეც საქართველოში მონათლეს.

ნიცას და ხვიჩას იდილიური ოჯახი აქვთ და ხვიჩა მზრუნველი მეუღლე და მამაა.

 

  „Messenger-ს“ ახალი ფუნქცია დაემატა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი