პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებილეგენდა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­არზე

ლეგენდა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­არზე

ერთადერთი სალოცავი საქართველოში, რომელსაც კარი არ აქვს – ლეგენდა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­არზე

წმინდა გიორგის ხსენების დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს – 23 ნო­ემ­ბერს და 6 მა­ისს. ყო­ველ გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე ამ დღე­სას­წა­ულს გა­მორ­ჩე­უ­ლად იმე­რეთ­ში, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გოგ­ნ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ “კა­რუგ­დე­ბელ­ში” აღ­ნიშ­ნა­ვენ. ყო­ველ გი­ორ­გო­ბას ტა­ძარ­ში მრევ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­დის.

თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზი­დან სა­ლო­ცა­ვამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. 6 მა­ისს მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ­ში სა­თხოვ­ნე­ლად მი­დი­ან, 23 ნო­ემ­ბერს კი – მად­ლო­ბის სათ­ქ­მე­ლად. ეს ად­გი­ლი არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, დი­დი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიც ყო­ფი­ლა.

ლე­გენ­დის თანახმად, სო­ფელ გოგ­ნ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი და­ღუ­პუ­ლა და მი­ზე­ზი ვე­რა­ვის გა­უ­გია. სოფ­ლის ერთ მკვიდრს სიზ­მ­რად უნა­ხავს, თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზი მდი­ნა­რე­ში ეძე­ბე­თო. მარ­თ­ლაც, მდი­ნა­რი­დან წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი ამო­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ და ურემ­ზე და­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ. ხა­რე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გილ­ზე ასუ­ლან და იქ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. სწო­რედ იმ ად­გილ­ზე საყ­და­რი აუგი­ათ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­ცავს კა­რი რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კი­დეს, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სწო­რედ ამი­ტომ მას “კა­რუგ­დე­ბე­ლი” უწო­დეს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
Tamar Pitskhelauri
  „ღმერთს ვთხოვ, ტვინი ისე არ ამირიოს, საყვარელ ადამიანს ვუღალატო”
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი