ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე“ - თამარ მემანიშვილი

„წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე“ – თამარ მემანიშვილი

წელს აბიტურიენტებისთვის გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო, – განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მემანიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება სწავლა სახელმწიფოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფო პროფესიული მიმართულების დაფინანსებას კერძო სასწავლებლებში, მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროფესიული პროგრამების მიხედვით“, – აღნიშნა თამარ მემანიშვილმა.

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყო.

  ვის შეიძლება შეუწყდეს სოციალური დახმარება?!
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი