პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი„ძალიან დიდი ბედნიერებაა, მართლაც ოცნებები ხდება. ღმერთს ვეუბნები მადლობას, როცა შრომობ და...

„ძალიან დიდი ბედნიერებაა, მართლაც ოცნებები ხდება. ღმერთს ვეუბნები მადლობას, როცა შრომობ და უკან გიბრუნდება ეს ყველაფერი, ამისთვის მადლიერი ვარ“-ხვიჩა კვარაცხელია

ძალიან დიდი ბედნიერებაა, მართლაც ოცნებები ხდება. ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებით გადმოცემა ცოტა რთულია. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, – განაცხადა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ქრონიკასთან“.

„მოედანზე იმისთვის გავდივარ, რომ გოლი გავიტანო და მოვიგო. ძალიან [კარგი] შეგრძნებაა, ალბათ, ყველა გოლთან განსხვავებული იყო“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებს მთელ სეზონს.

„რა თქმა უნდა დადებითად. რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვარ. იმდენად დაღლილი ვარ ემოციებისგან, ცოტა რთულია საუბარი, მაგრამ პირველ რიგში ყველას მადლობას ვუხდი, რომ ჩემს გვერდში არიან. წინ კიდევ ერთად ბევრი ოცნება გვაქვს. ღმერთს ვეუბნები მადლობას, იმიტომ, რომ როცა შრომობ და უკან გიბრუნდება ეს ყველაფერი, ამისთვის მადლიერი ვარ. მადლობას ვუხდი, რომ ეს დღე მაჩუქა“, – ამბობს კვარაცხელია.

კითხვაზე – „ლიგის თასს რომ ეხუტებოდი, იმ მომენტში რას ფიქრობდი?“ – ხვიჩამ ასე უპასუხა:

„მაშინ იმას ვფიქრობდი, რომ პატარა ბიჭი, რომელსაც ეს ოცნება ჰქონდა, ერთად ჩამიარა ყველაფერმა, იმ პერიოდმა, რაც გავიარე ფეხბურთთან ერთად“.

  ადვილად არაფერი მიმიღია, სულ ვშრომობდი და მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება. უმაგრესი გუნდი და საუკეთესო მხარდამჭერები მყავს - დვალიშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი