შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები, ოპოზიციისგან განსხვავებით - კახა კალაძე

ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები, ოპოზიციისგან განსხვავებით – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ყველა სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში აწარმოონ.

ამის შესახებ მან კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

„როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო ან რაიმე მისასალმებელი კომენტარი გააკეთო? კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები ისევე, როგორც ის სპეკულაციები, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ეს იყო მმართველი გუნდის ორგანიზებული. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ, მშვიდ გარემოში აწარმოოს საკუთარი საარჩევნო კამპანია. ასეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები მათგან განსხვავებით. კარგად მახსოვს, როდესაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი დაესხა თავს, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა მოწოდებები კეთდებოდა. ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, როგორიც არ უნდა იყოს ის – გინდ ფსიქოლოგიური, გინდ ფიზიკური. ყველა უნდა შევეწინაღმდეგოთ ამ ყველაფერს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა წახალისდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებითაა გამოწვეული.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა. თუ ვნახავთ ამ ადამიანის ოჯახის წევრების პარტიულობას, სად მუშაობენ და რას წარმოადგენენ, ყველაფერი ცხადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია ეს ფაქტი, კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ყველაზე მეტად ვისაც უნდა ქვეყანაში სიმშვიდის შებარჩუნება, მშვიდობის პოლიტიკის გატარება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. სხვა ყველა ერთად აღებული – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მომხრე იყო იმისა, რომ ქვეყანა სანქციებს შეერთებოდა; მეორე ფრონტი გაჩენილიყო და ა.შ. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ. ისინი იმართებიან გარედან და რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმის გამკეთებელი არიან. ქვეყნის, სამშობლოს საწინააღდეგო რომ იყოს, იმაზეც წამსვლელი არიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

  უკანონოდ დაეუფლნენ 2 460 000 დოლარს – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, მეორე მხარეს კი დგანან ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

„როგორ შეიძლება გერქვას პოლიტიკოსი, წარმოადგენდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და დარბოდე, მაგალითად, ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას არ მოაწეროს ხელი ან კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ეს ტყუილი ხომ არ არის? ეს კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ სურვილი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ყველაფერი სახეზეა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, სიმშვიდე იყოს და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მეორე მხარეს კი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც იმართება გარედან და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ ფხალეულის მიღება გაზაფხულზე აუცილებელია – ნახეთ, რატომ!

ამ ფხალეულის მიღება გაზაფხულზე აუცილებელია – ნახეთ, რატომ!

მარტი 29, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი