შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები"ცუდად გავხდი, ხელით მიჭირავს გული"- რა წერს ინგა გრიგოლია

“ცუდად გავხდი, ხელით მიჭირავს გული”- რა წერს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პირმა ძაღლზე იძალადა და შემდეგ წამებით მოკლა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

“მეგობრებო, ნუ მიგდებთ ინბოქსში იმ
საშინელ ვიდეოს, ძაღლს რომ კლავს ცემით ის არაადამიანი ნაბიჭვარი???? ვნახე
და მართლა ცუდად გავხდი, მართლა ხელით მიჭირავს გული????აღარ ჩამიგდოთ, გთხოვთ!???????????? ამ სისასტიკით სავსე ქვეყანაში ხომ არც ახალი წელი უნდა შეგვერგოს და არც შობა????”- დაწერა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში.

შეახსენებთ, რომ პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ გამეტებით ურტყამს მამაკაცი ძაღლს ხის მორს იქამდე, სანამ ძაღლი წამებით არ მოკვდა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

 

  როგორ გამოიყურებოდა ია ფარულავა წლების წინ – მსახიობი ძველ ფოტოებს აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი