გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ გამოძიება ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, 11 ივლისს N8 დაწესებულებაში ბაჩიაშვილსა და მეტრეველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მოგვიანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე, N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიგა ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.


