პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, მიყვარხართ გულში - ლაშა ბექაური

ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, მიყვარხართ გულში – ლაშა ბექაური

ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა.

“მინდა, ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს.

ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია, მიყვარხართ გულში,” – მიმართა ბექაურმა გულშემატკივარს გამარჯვების შემდეგ, რომლის კომენტარსაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში იაპონელი მეტოქე სანშირო მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით, ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი. საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა

  „ლაღი ბავშვობა მე არ მქონია, ობლად ვარ გაზრდილი… არ შეუშინდეთ სიბერეს, ყველაფერს ეშველება“  - 85 წლის ციცო ბებო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი