„კვირის პალიტრის“ არქივი, 2016 წელი
“ჩვენში ქალები ზოგჯერ ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ შეგიძლია გამოიცნო – ცხვირის ოპერაცია რომელმა ექიმმა გაუკეთა და ტუჩის – რომელმა…”
“ხალხი ფსიქოლოგიური გადაჩეხვის ზღვარზეა, არ ვიცი, რამ შეიძლება გამოგვაფხიზლოს და მოგვიყვანოს აზრზე”
როგორც წესი, ქალს ასაკს არ ეკითხებიან, ამიტომ ინტერვიუს ჩაწერის დროს არც მე მიკითხავს მსახიობ ია ფარულავასთვის ასაკი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის ყველა დროის ულამაზესი და მიმზიდელი ქალბატონი იყო და დღესაც მასზე უმცროს ქალბატონთან შედარებით, ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. როგორ უვლის მსახიობი სახეს, სხეულს და თმას, რომ მუდმივად მომხიბვლელი იყოს, ამაზე თავად გიამბობთ:
– უპირველესად, ქალი უნდა იყოს მოვლილი და ჰქონდეს შარმი, რასაც მე კლასსაც ვეძახი, რაც გულისხმობს შინაგან კულტურას, განსაკუთრებულ ნაპერწკალს, რასაც ჩვენი ქალები, სამწუხაროდ, ნელ – ნელა კარგავენ. თუ ქალი მოვლილია და ეს შარმი აქვს, განსაკუთრებულად ლამაზი რომც არ იყოს, უკვე კარგად გამოიყურება.
– როდესც თქვენს ადრინდელ ფოტოებს ვუყურებ იმ პატარა გოგოს და ახლანდელ იას თითქოს შორის დიდი სხვაობა არც არის, თვალებში ისევ ის ნაპერწკალი გაქვთ…
– კი, შინაგანი ნაპერწკალი მაქვს და ეს თანდაყოლილი გენეტიკური ნიშან-თვისება. გარსია ლორკას აქვს ნახსენები სიტყვა დუენდე – შინაგანი ცეცხლი, რომელიც აქვთ ფლამენკოს მოცეკვავეებს. ფლამენკოს მოცეკვავე, რაც უფრო ასაკშია, მით უფრო ცეცხლოვანია მისი ცეკვა, ახალგაზრდის ცეკვა და დაუღვინებელია, იცით, რატომ? – ასაკოვან ქალბატონს უკვე გამოვლილი აქვს ცხოვრება და დუენდე – შინაგანი ნაპერწკალი არა მხოლოდ შენარჩუნებული, აგიზგიზებული აქვს.
– რა უნდა მოიმოქმედოს ქალმა, რომ ის ნაპერწკალი, რომელზეც თქვენ საუბრობთ შინაგანად მუდმივად ჰქონდეს?
– იმისათვის, რომ ეს ნაპერწკალი ქალში აგიზგიზდეს, ამაზე თვითონ უნდა იზრუნოს. ნაპერწკალს ვერავისთან ურთიერთობა ვერ ააგიზგიზებს, ვერც შეყვარებულობა, ვერც მაგარი სექსი და ა.შ. მოგცემთ დუენდეს. ამას შენ თვითონ უნდა აღვივებდე ქალი. მე ამას უკვე 20 წელია ვაღვივებ. ჩემ წიგნში მაქვს აღწერილი ეს ყველაფერი, მაგრამ, თავის დროზე არავინ, რომ არ მოისურვა წაკითხვა, ახლა ამას თავზე არავის მოვახვევ, იყოს ეს ჩემი პატარა საიდუმლო. მე ვფლობ ასე ვთქვათ მაგიის რაღაც ელემენტებს, რომელსაც შეუძლია ეს გააძლიეროს და ჩააქროს. მაგიის ელემენტები არის სამსახიობო ელემენტებიც, იმიტომ რომ მსახიობობა და გარდასახვა მაგიის ერთერთი ფორმაა. ჩემზე ფიქრობენ ეს ქალი კი არ ბერდება, პირიქით ახალგაზრდავდებაო – ეს ჩემი მაგიაა… სრულად