ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება ჩაკრულო - სიმღერა რომელიც მუდამ იჟღერებს კოსმოსში - „ჩაკ­რუ­ლო“ კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა და...

 ჩაკრულო – სიმღერა რომელიც მუდამ იჟღერებს კოსმოსში – „ჩაკ­რუ­ლო“ კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა და „მარადისობის კარზე დააკაკუნა“

 ჩაკრულო – სიმღერა რომელიც მუდამ იჟღერებს კოსმოსში.
ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის როსტომ საგინაშვილის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი „ჩაკ­რუ­ლო“ მზის სისტემას გასცდა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაინაცვლა.

1977 წელს, NASA-ს მიერ გაშვებულმა ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა “ვოიაჟერი” (Voyager), ღია კოსმოსში გაიტანა “დედამიწის ხმები”-ს ჩანაწერი, სადაც მსოფლიოს 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის არის ქართული მრავალხმიანი სიმღერა “ჩაკრულო”.

ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც NASA-მ შეარჩია და 1977 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერასთან ერთად ოქროს დისკით ყველაზე სწრაფ კოსმოსურ ზონდს „ვოიაჯერ 1“-ს გაატანა. ეს კოსმოსური ხომალდი ადამიანის ხელით შექმნილი პირველი და ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც მზის სისტემას გასცდა.

„ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვებას საბჭოთა ეპოქაში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. კრემლიდან NASA-ში დარეკეს და „ჩაკრულოს“ ნაცვლად ოქროს დისკზე „პადმასკოვნიე ვეჩერას“ ჩაწერა მოითხოვეს.

ოქროს დისკის მენეჯერები ძალიან პრინციპულები აღმოჩნდნენ და, რაც მთავარია, მათ კარგად ესმოდათ ამ სიმღერის განსაკუთრებულობა.

ღია კოსმოსში განთავსებულ ოქროს დისკზე, ქართულ “ჩაკრულო”-სთან ერთად, ბეთჰოვენის “მეხუთე სიმფონია”, იაპონური “შაკუჰაჩი”, მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტა”, მექსიკური “ელ კასკაბელ”-ი, ლუი არმსტრონგის “სევდიანი ბლუზი” და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების სხვა ნიმუშებია ჩაწერილი (იხ. სრული ჩამონათვალი NASA-ს გვერდზე: https://voyager.jpl.nasa.gov/…/whats-on-the-record/music/ )

ქართული „ჩაკრულო“ იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი და იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ეს პლანეტები დედამიწისგან ძალიან შორს არიან და ასტრონომებმა მათი აღმოჩენა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი