ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი სახოკია დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი სახოკია დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, გიორგი სახოკია დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, 10 ნოემბრით თარიღდება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გიორგი ბუთხუზი გათავისუფლდა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ბუთხუზი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან“,- ნათქვამია დოკუმენტში.

  ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი