შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიშეცდომები რომლებსაც სარეცხის რეცხვისას უშვებთ

შეცდომები რომლებსაც სარეცხის რეცხვისას უშვებთ

შეცდომები რომელსაც რეცხვის დროს უშვებთ

შეცდომები რომლებიც აზიანებს სარეცსაც და სარეცხის მანქანასაც. ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ტან­საც­მელს აფუ­ჭებს ხში­რი რე­ცხვა, თუმ­ცა ტან­საც­მელს ისე ვე­რა­ფე­რი აფუ­ჭებს, რო­გორც მისი არას­წო­რი რე­ცხვა. რე­ცხვის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო ზი­ან­დე­ბა არა მხო­ლოდ ტა­ნი­სა­მო­სი, არა­მედ სა­რე­ცხი მან­ქა­ნაც.

გთავაზობთ ძი­რი­თად წესებს, რო­მელ­თა დაც­ვაც თა­ვი­დან აგა­რი­დებთ რე­ცხვის დროს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მებს და თქვენს ტან­საც­მელ­სა თუ სა­რე­ცხ მან­ქა­ნას ხა­რისხს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს:

არ და­გა­ვი­წყდეთ სა­რე­ცხი მან­ქა­ნის გა­სუფ­თა­ვე­ბა. რე­ცხვის შემ­დეგ გა­რე­ცხეთ ფხვნი­ლის ჩა­საყ­რე­ლი უჯრა, გა­ა­სუფ­თა­ვეთ მან­ქა­ნის კარი და და­ტო­ვეთ ღია, რათა შიგ­ნით ჰა­ე­რი არ ჩა­ი­ხუ­თოს.

ნუ გა­რე­ცხავთ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ცხს ერთ ჯერ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან­ქა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­ტი­ოს. ზედ­მე­ტი გა­დატ­ვირ­თვის გამო, მან­ქა­ნა შე­იძ­ლე­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს.

პირ­სა­ხო­ცე­ბის რე­ცხვი­სას ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ კონ­დი­ცი­ო­ნერს. აღ­მოჩ­ნდა, რომ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი აქ­ვე­ი­თებს ქსო­ვი­ლის მიერ წყლის შე­წო­ვის უნარს. ამი­ტომ თქვე­ნი პირ­სა­ხო­ცე­ბის­თვის ეს კარ­გი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა.

შეცდომები

წინ­დე­ბი გა­რე­ცხეთ ცალ­კე ბა­დე­ში. ან სა­ერ­თოდ ცალ­კე რე­ჟი­მით გა­რე­ცხეთ, რათა სხვა სა­რე­ცხში არ და­ი­კარ­გოს.

ბა­ლი­შე­ბი და საბ­ნე­ბი ორ­ჯერ უნდა გა­ი­რე­ცხოს. პირ­ველ ჯერ­ზე – ფხვნი­ლით, მე­ო­რე ჯერ­ზე – ფხვნი­ლის გა­რე­შე.

არ გა­მო­ი­ყე­ნოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქლო­რი. მო­იხ­მა­რეთ იგი მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან ქლო­რი ქსო­ვილს აფუ­ჭებს.

არ გა­რე­ცხოთ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი მან­ქა­ნა­ში. სპან­დექ­სი­სა და ელას­ტა­ნის­გან შექ­მნი­ლი სა­მო­სი სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­ში რე­ცხვის შე­დე­გად იწე­ლე­ბა. ისი­ნი უნდა გა­ი­რე­ცხოს ხე­ლით, გრილ წყალ­ში.

გა­რე­ცხვამ­დე ტან­საც­მელ­ზე ღი­ლე­ბი გახ­სე­ნით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა რე­ცხვის დროს მო­წყდეს.

გა­რე­ცხვამ­დე შარ­ვალ­ზე ელვა-შე­საკ­რა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად შე­კა­რით! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საკ­რა­ვის კბი­ლა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა სხვა ტან­საც­მე­ლი და­ზი­ან­დეს.

სარეცხი

მან­ქა­ნით რე­ცხვი­სას არ ჩა­ყა­როთ ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ცხი ფხვნი­ლი. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფხვნი­ლი ასე­ვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქაფს წარ­მოქ­მნის, რო­მე­ლიც ჯდე­ბა ქსო­ვილ­ზე და ისევ აჭუ­ჭყი­ა­ნებს მას.

სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს 40-60 გრა­დუ­სი. ეს ის ტემ­პე­რა­ტუ­რაა, რო­მე­ლიც სპობს თეთ­რე­ულ­სა და ტან­საც­მელ­ზე არ­სე­ბულ ბაქ­ტე­რი­ებს. ცივი წყლის ნა­კა­დი ვერ სპობს მტვერს, ტკი­პებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს, ძა­ლი­ან ცხე­ლი წყა­ლი კი აფუ­ჭებს ქსო­ვილს.

  თუ ალერგიული ხართ კოღოს ნაკბენის მიმართ

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
Tamar Pitskhelauri
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი