ფრიდა კალო და დიეგო რივერა – ორი გენიოსი, რომელთა სიყვარულის ისტორია თან ვნებითა და ძლიერი ურთიერთკავშირით იყო სავსე და თანაც ღალატითა და ტკივილით. თუ წყვილის მეგობრების მონათხრობს დავუჯერებთ, ფრიდა მეუღლეს ისე ეპყრობოდა, როგორც საყვარელ ლეკვს, დიეგო კი ფრიდას ხშირად ნივთად აღიქვამდა… მათ შორის 21-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას გაერთიანებას ხშირად სპილოსა და მტრედის კავშირს უწოდებდნენ, რადგანაც რივერა, გარდა იმისა, რომ ასაკით ბევრად უფროსი იყო, 100 კილოგრამით მეტს იწონიდა და გაცილებით მაღალი იყო… მათი სიყვარულის ამბავი დამაბნეველია. ზოგისთვის ის სრულიად წარმოუდგენელი, ზოგიერთისთვის კი აღმაფრთოვანებელია…
ფრიდა კალო 1907 წლის 6 ივლისს დაიბადა. ცოცხალი და აქტიური ბავშვი იყო, თუმცა 6 წლის ასაკში პოლიომიელიტის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა.
18 წლის ასაკში მხატვარს ახალი განსაცდელი შეხვდა. საშინელ ავარიაში მოყვა და იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ არ იცოდნენ, გადარჩებოდა თუ არა. დაზიანებული ზურგით, დამსხვრეული ნეკნებითა და მენჯის ძვლებით ფრიდა დიდი ხნის განმავლობაში საწოლს მიეჯაჭვა. ფიზიკური ტკივილი კი ძლიერ იმპულსად იქცა – მან ხატვა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო.
რამდენიმეწლიანი ბრძოლისა და 33 ოპერაციის შემდეგ, ფრიდა კალომ ფეხზე გავლა შეძლო. პირველი, რაც წამოდგომის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რომ ცნობილი მხატვრის, დიეგო რივერას სტუდიაში წავიდა და საკუთარი ნამუშევრები აჩვენა. თუმცა, ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა.
როგორც ფრიდა კალომ მოგვიანებით გაიხსენა, დიეგო რივერა 15 წლის ასაკში შეუყვარდა. რივერამ მისი სკოლის კედლები მოხატა და ფრიდამაც იქ შეამჩნია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ცნობილი მხატვარი მასზე 21 წლით უფროსი იყო…
ეს გოგონა დაბადებიდან მხატვარია. უჩვეულოდ მგრძნობიარე და დეტალებზე დაკვირვების საოცარი უნარით.” – თქვა დიეგო რივერამ, როდესაც ფრიდა კალოს ნამუშევრებს გაეცნო.
ფრიდა სხვა ქალებს არ ჰგავდა. საკუთარი სტილი ჰქონდა, რაც ყველასგან გამოარჩევდა. წარბებს შორის, ასევე ზედა ტუჩზე თმას არ იშორებდა. უჩვეულო ტანსაცმელი ეცვა და ყოველთვის გრძელ კაბებს ატარებდა.
დიეგო რივერა კი ჭარბ წონას ებრძოდა, მოუწესრიგებელი თმა, უზარმაზარი თვალები და დიდი ტუჩები ჰქონდა. მაგრამ, ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთში იპოვა რაღაც, რაც მათი უცნაური და ტკივილიანი სიყვარულის მიზეზი გახდა.
როგორც ცნობილია, დიეგო რივერამ და ფრიდა კალომ გაცნობიდან რამდენიმე კვირაში მოაწერეს ხელი. ქორწილი 1929 წლის 21 აგვისტოს გაიმართა, რომელსაც ფრიდას ახლობლები და დიეგოს მეგობრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, ვერაფერს გახდნენ… ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები