ჯანდაცვის ექსპერტის ვატო სურგულაძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების ხარისხს ამოწმებს, არ მუშაობს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ქვეყანაში ყველა მედიკამენტი კონტროლს არ ექვემდებარება.
„შემოდის ძალიან ბევრი მედიკამენტი, რომელიც არ შეესაბამება მოთხოვნებს. ლაბორატორია ვერ აამუშავეს და ყველა მედიკამენტი არ ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.
მანვე ისაუბრა კლინიკებში ექიმების მიერ ზედმეტი მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებითაც. სურგულაძის თქმით, ექიმების ნაწილს კომპანიებთან აქვთ დადებული ხელშეკრულება და მაგალითისთვის, თითო დანიშნულ აბზე ან ამპულაზე, პირობითად, 10 ლარს იღებენ.
„როდესაც ოჯახის ექიმის ხელფასი სოფლად 700-დან 800 ლარამდეა, მოდის კომპანია რომელიც ეუბნება, რომ დაუნიშნე ესა და ეს მედიკამენტი და თითო დანიშნულ ამპულაში 10 ლარს მოგცემ, თანხმდებიან. ოფიციალურად ხდება ეს, ხელშეკრულება ექიმს და კომპანიას შორის რომ ის მისი კონსულტანტია“, – ამბობს სურგულაძემ. წყარო
მასალის გამოყენების პირობები