სტომატოლოგი ნათია კეთილაძე პოდკასტ კოტcst-ში კბილების და პირის ღრუს მოვლის შესახებ საუბრობს.
როგორც მან აღნიშნა, რიგ შემთხვევაში შესაძლოა ვაშლი უფრო მავნებელი აღმოჩნდეს კბილებისთვის, ვიდრე შოკოლადი.
“მინდა ვისაუბრო ფრუქტოზის, გლუკოზის, საქაროზის გავლენა როგორია კბილზე. მე მიყვარს ტკბილი. ტკბილი ენერგიის წყაროა ჩემთვის, ძალიან ბევრის მირთმევა შემიძლია, თუმცა კარიესი არ მაქვს, რადგან ვუვლი თავს.
ფრუქტოზა, საქაროზა, ლაქტოზა – ესენი არიან მარტივი ნახშირწყლები. შოკოლადი ძალიან მიყვარს (შავი და მწარე), შოკოლადს აქვს დადებითი თვისება თუ სწორ დროს მივირთმევთ.
მაგალითად, ავიღოთ ვაშლი და შოკოლადი – რომელი უფრო მავნეა კბილებისთვის? შეიძლება ვაშლი ან ნებისმიერი სხვა ხილი უფრო მავნე იყოს… რაღაც მითიც დავამსხვრიეთ. იმიტომ, რომ ისინი (ხილი) იმის გარდა, რომ შეიცავენ ნახშირწყლებს, შეიცავენ ორგანულ მჟავებს. ორგანული მჟავების დიდი ხნით დაყოვნება პირის ღრუში უფრო მავნე შეიძლება იყოს, ვიდრე შოკოლადი.
ტკბილეულიც, რომელიც დიდი ხნით ყოვნდება ჩვენს პირის ღრუში, მავნეა. მაგალითად “ჩუპა – ჩუპსი“ ან სხვა. კარამელის მსგავსი ტკბილეული, რომელიც კბილის ღარებში ჯდება, უფრო მავნეა.
გოზინაყიც შეიძლება დიდი ხნით ჩაიჟონოს კბილთა შორის მიდამოში და დარჩეს იქ,“ – განაცხადა ნათია კეთილაძემ.
მისი თქმით, აუცილებელი კბილების გახეხვა დილა-საღამოს. პროცედურის ხანგრძლივობა 5-10 წუთი უნდა გაგრძელდეს.
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


