შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა ლოცვა აღავლინა

ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა ლოცვა აღავლინა

მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავს.

ყურბან-ბაირამი ქართველმა მორწმუნეებმაც აღნიშნეს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. ლოცვა დილის 06:18 საათზე შესრულდა.

ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია და ეს ტრადიცია ბიბლიურ აბრაამს უკავშირდება. ყურანის მიხედვით, უფლის სურვილი იყო, რომ აბრაამს მისთვის საკუთარი შვილი შეეწირა. როცა იგი დარწმუნდა, რომ წინასწარმეტყველი მზად იყო მისთვის შვილი მართლაც შეეწირა, კრავი მოუვლინა და შვილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა – ნიშნად იმისა, რომ აბრაამმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ყურბან – ბაირამი სამ დღეს გრძელდება. მორწმუნეები ამ დღეს ალაჰს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცი ოჯახის წევრებთან ერთად მეზობლებზე, შეჭირვებულებსა და უპოვრებზე ნაწილდება.

როგორც მუფთმა, ადამ შანთაძემ ლოცვის დროს თქვა, ყურბან-ბაირამი მიტევების საუკეთესო დროა.

„ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ერთიანობა, რათა შევინარჩუნოთ ქვეყანა და სუვერენიტეტი, სწორედ მტერს აძლევს ხელს დაქსაქსული ქვეყანა, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს უნდა მივაქციოთ, სწორედ ისინი არიან ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

  რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი