უდავოა, რომ ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, რამდენად ბედნიერად წარიმართება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ჩინურ ჰოროსკოპში არის ხუთი იღბლიანი ნიშანი, რომლებსაც დაბადებიდან ყველაზე მეტად უმართლებთ ყველაფერში. როგორც წესი, სწორედ მათთან უსიამოვნო ამბები უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ხოლო ბედი უფრო ხშირად უღიმით, ვიდრე სხვებს. გაინტერესებთ, რომელ ნიშნებზე ვსაუბრობთ? ესენია:
დრაკონი
დაბადების წელი: 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, დრაკონი ბავშვობიდანვე განსაკუთრებულ სიდიადეს ფლობს და, შესაბამისად, შეუძლია დამოუკიდებლად, გარშემო მყოფთა დახმარების გარეშე მიაღწიოს ყველაფერს, რაც სურს, მაგრამ თანდაყოლილი იღბალი მნიშვნელოვნად ზრდის მისი ფენომენალური წარმატების შანსებს. დიდი ალბათობით, უფრო მოწიფულ ასაკში დრაკონი რეალურად დაიკავებს სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი გულუხვობით არ დაივიწყებს მათ, ვინც ამ რთული გზის დასაწყისში მის გვერდით იმყოფებოდა.
მაიმუნი
დაბადების წელი: 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028.
ბუნებრივი უნარის წყალობით, მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას და ყველასთან საერთო ენა გამონახოს, მაიმუნი ბევრ პრობლემასა და უსიამოვნებას თავიდან იცილებს, თუმცა ეს დიდწილად მისი იღბლიანობით არის განპირობებული. მაიმუნი ადრე თუ გვიან იღებს საჩუქრებს ბედისგან ცხოვრების ყველა ასპექტში, იქნება ეს სამსახური, ურთიერთობები თუ ფინანსები, უბრალოდ, უნდა დაელოდოს.
ღორი
დაბადების წელი: 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031.
ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ კეთილგანწყობილი ღორები ქუდბედით იბადებიან, ამიტომ გაუთვალისწინებელი კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების ნამდვილად არ უნდა ეშინოდეთ. რა კრიზისშიც არ უნდა აღმოჩნდეს ღორი, ყოველთვის იპოვის გამოსავალს და სირთულეებს თანდაყოლილი ოპტიმიზმით გაუმკლავდება. სხვათა შორის, სწორედ ღორს უმართლებს ყველაზე ხშირად ლატარიის ბილეთის შეძენისას.
ვირთხა
დაბადების წელი: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020.
მაღალი დონის ინტელექტის მქონე ვირთხები ყოველთვის გონივრულად უმკლავდებიან ყველა უსიამოვნებას და ირგვლივ მყოფების პატივისცემას და აღფრთოვანებას იმსახურებენ. სინამდვილეში ვირთხამ ბედი უნდა სცადოს და არა მხოლოდ განვითარებული ლოგიკით, არამედ ინტუიციითაც იხელმძღვანელოს – მით უმეტეს, რომ იღბალი ყოველთვის მის მხარესაა.
ცხენი
დაბადების წელი: 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026.
ვისაც იღბალი ნამდვილად არ ღალატობს, არის ოპტიმისტი ცხენი, რომლის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა. ასტროლოგების ვარაუდით, ცხენი ადვილად მიაღწევს წარმატებას თავიანთი პოზიტიური დამოკიდებულებების წყალობით საგნებისა და მოვლენების მიმართ. როგორ შეიძლება ბედი არ დაეხმაროს რთულ ვითარებაში ადამიანს, რომელიც მშვიდად იტანს ნებისმიერ სიძნელეს და საოცარი სიმშვიდით წყვეტს თავის ყველა პრობლემას?!
მასალის გამოყენების პირობები