პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ყვარლის ბაგას“ დირექტორი: მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის...

„ყვარლის ბაგას“ დირექტორი: მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება

ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს, -განაცხადა კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გარგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

როგორც გარგულიამ განმარტა, მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს.

„ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს.

იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ – მომწოდებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. იმპორტის წილი მთლიანობაში დაახლოებით 70%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკუთარი მიწები, სადაც ვამუშავებთ და ვაწარმოებთ საქონლისთვის საჭირო საკვებს, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის და ძირითადად სილოსის წარმოებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მარცვლეულს – ის 100%-ით იმპორტით შემოგვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა და აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ჩვენს შემოსავალთა დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე მოდის. ანუ, თვითღირებულების 16% სწორედ ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება“, – განაცხადა გარგულიამ.

  კიდევ ერთი ქუჩა, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი