შაბათი, მაისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„პირველად ჩემთვის დავაყენე ღვინო… ახლა წელიწადში 100,000 ბოთლს ვაწარმოებ“ – გაიცანით „მუკუზანი...

„პირველად ჩემთვის დავაყენე ღვინო… ახლა წელიწადში 100,000 ბოთლს ვაწარმოებ“ – გაიცანით „მუკუზანი ღვინის სარდაფის“ წარმატების ისტორია

„პირველად ჩემთვის დავაყენე ღვინო… ახლა წელიწადში 100,000 ბოთლს ვაწარმოებ“ – გაიცანით „მუკუზანი ღვინის სარდაფის“ წარმატების ისტორია

მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი რესპონდენტი ,,მუკუზანი ღვინის სარდაფი”-ს დამაარსებელი ვაკო ქათამაძე გახლავთ.

როგორ მიაღწია წარმატებას, როგორ შეიქმნა ბრენდი და რა სამომავლო გეგმებს სთავაზობს სადეგუსტაციო სივრცე ღვინის მოყვარულ საზოგადოებას – ინტერვიუდან შეიტყობთ:

გაეცანით ჩვენს მკითხველს რას წარმოადგენს “მუკუზანი ღვინის სარდაფი” და ვინ დგას მის უკან?

-“მუკუზანი ღვინის სარდაფი” არის იმ ისტორიის გაგრძელება, რაც დაიწყო 1888 წელს, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიას – ტრადიციას, რა თქმა უნდა, უფრო თანამედროვე მიდგომებით. და პატარა კორექტირებითაც. ღვინის დაყენების პროცესი იწყება ქვევრში და შემდეგ უკვე გრძელდება კასრში. 1 წლიდან 2 წლამდე.

ღვინის მარანი

რამდენ წლიან ისტორიას მიითვლის ღვინის მარანი?

-ჩვენ დავიწყეთ 2016 წელს… იდეა იყო ჩემი. მოგეხსენებათ, ემიგრაციაში ვცხოვრობ. ნოსტალგიასთან იყო დაკავშირებული ბაბუასთან ერთად დაყენებული, დაგემოვნებული ღვინო. თავდაპირველად გადავწყვიტე ჩემთვის დამეყენებინა ცოტა ღვინო. შემდეგ ინტერესში შევედი, დავიწყე მარნის მშენებლობა, ამასთან ერთად სწავლა და გარკვეული ცოდნის ამაღლებაც აუცილებელი იყო, ჩავაბარე გერმანიაში კოპენჰაინში, ღვინის ტექნოლოგიურზე. სადაც თეორიულ სწავლასთან ერთდ მივიღე პრაკტიკაც. გავხდი ღვინის ტექნოლოგი. 2019 წლიდან კი ვმოღვაწეობ საქართველოში.

ღვინის მარანი

-ღვინის რამდენი ბრენდი გაქვთ?

-ღვინის სამი ბრენდი გვაქვს: Mukuzani Wine Cellar, Lomiauri Estate და EsCargot.  ჯამში 30-მდე დასახელების ღვინო გვაქვს, მათ შორის, ვაწარმოებთ როგორც კლასიკურ, ანუ ევროპულ, ისე ქვევრის და კასრის ღვინოებს. ჩვენი გამორჩეული ღვინოა მუკუზანი, რადგან ამავე ტერიტორიაზე მოწეული ყურძნით იწარმოება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოა.

-კიდევ რას აწარმოებთ? და რომელი სასმელი სარგებლობს მეტი პოპულარობით?

-ასევე ვაწარმოებთ ბრენდის და ჭაჭას, ყველაზე დიდი პოპულარობით კი წითელი ღვინო სარგებლობს.

 -გვიამბეთ სოფელ მუკუზანში სადეგუსტაციო სივრცის შესახებ…

-სოფელ მუკუზანში გავაკეთეთ სადეგუსტაციო სივცრე, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ, დააგემოვნოთ ქართული კერძები. ეს უფრო მეტად ტურისტული ხაზია. თუმცა ქართველებიდანაც საკმაოდ დიდია ჩართულობა.

  პასკის რეცეპტი – სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა

ღვინის მარანი

ღვინის მარანი

– წელიწადში დაახლოებით რამდენ ბოთლ ღვინოს აწარმოებთ?

-წელიწადში 50 000-მდე ბოთლ ღვინოს ვაწარმოებდით,  თუმცა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 100 000 ბოთლი იქნება…

-და უცხო ქვეყნებიდან თუ არის დაინტერესება?

-ხშირად ვიღებთ გამოფენებში მონაწილეობას. აქედან მოდის უცხოეთიდან დაინტერესება. დაინტერესება კი საკმაოდ დიდია.

ღვინის მარანი

სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბეთ…

-ტურიზმის მიმართულებით ვაპირებთ –  სასტუმროს გაკეთებას, მარანთან ერთად. მოთხოვნა არის, დაინტერესება დიდია, ბევრს უნდა ჩვენთან დარჩენა. სწორედ ამ დაინტერესებამ გადაგვაწყვეტინა გაფართოება ამ კუთხით.

-დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ მეღვინეებს? რა არის მთავარი?

-დამწყებ მეღვინეებს კი ვისურვებდი პირველ რიგში ცოდნის გაღრმავებას, ხარისხის ამაღლებას… საქართველოშიც გვაქვს ამის საშუალება. ჩვენს მარანშიც არის ამის შესაძლებლობა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვეხმარონ შემოდგომით, ჩვენთან მოვიდნენ და კიდევ ერთს ვეტყოდი დამწყებ მეღვინეებს – მთავარი არის ხარისხი. ხარისხი დგას ყველანაირ რეკლამასა და მარკეტინგზე მაღლა. ჩვენმა ღვინის ხარისხმა და ღვინომ თავად გახადა საკუთარი თავი პოპულარული.

წარმატებებს გისურვებთ! 

ავტორი – თაკო ფიცხელაური 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
Tamar Pitskhelauri
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი