კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიღვთისმშობლის ხატთან აყვავებული ხმელი შროშანები

ღვთისმშობლის ხატთან აყვავებული ხმელი შროშანები

პანტანასას მონასტერი არა მხოლოდ თავისი სასწაულმოქმედი ხატითაა გამორჩეული. მონასტრის მუზეუმში სამზე მეტი სიწმინდე ინახება. მუზეუმის თავზე ყოველთა წმინდათა სახელობის პატარა ტაძარი მდებარეობს.

 

სიწმინდეები შემინულ სანაწილეებშია დაცული. ერთ-ერთი სანაწილიდან, სადაც წმინდა დიმიტრი თესალონიკელის მირონმდინარე ნაწილია მოთავსებული, საოცარი კეთილსურნელება იფრქვევა. მისი სხეულიდან მირონის დენა მაშინ დაიწყო, როდესაც წმინდანს აწამებდნენ. მონასტრის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე, მტკივნეულ ისტორიასაც იხსენებს: თურქული ოკუპაციის დროს, თურქი ჯარისკაცები მონასტერში შედიოდნენ და მირონს ჩექმების გასაწმენდად იყენებდნენ. სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიას ასეთი უდიერების მაგალითები მრავლად ახსოვს.

 

სიწმინდეთა სიმრავლე მომლოცველებში გაოცებასა და კრძალვას იწვევს. მართლაც საოცარია, როდესაც ხილულად ხედავ ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილს, იმ ღრუბლის ნაწილს, რომლითაც ჯვარცმულ ქრისტეს ძმარი მიაწოდეს, ლურსმანს, რომლითაც უფალი მიმსჭვალეს. აქვეა იოანე ნათლისმცემლის, მოციქულების, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ასევე, სახარების პერსონაჟების – იოსებ დამწინდველისა და იოსებ არიმათიელის – ნაწილები.

მუზეუმში ინახება ხელთუქმნელი ჯვარიც, რომელიც წლების წინ ქეთევან წამებულის ტაძრის მშენებლობისას მოჭრილ ნაძვის ხეზე აღმოაჩინეს.

აქვეა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მკლავის ნაწილი და მისი ორი ფაჩუჩი, რომელთაგან ერთი 16 წლის განმავლობაში წმინდანის გულზე ესვენა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სიწმინდეებისა, რომლებიც ამ ერთ სივრცეში, პანტანასას მონასტრის მუზეუმშია თავმოყრილი.

 

ამჯერად, ღვთისმშობლის ხატთან აყვავებულ შროშანზე მინდა გიამბოთ, რომელიც პანტანასას მონასტრის მუზეუმშია დაცული.

 

უჩვეულო მოვლენა კეფალონიაზე

შროშანების ქალბატონი – პანაგია გრავალიოტისა

კეფალონიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პასტრაში, საუკუნეების განმავლობაში ხდება უჩვეულო მოვლენა – ყოველ 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის წმინდა ხატში მოთავსებული გამხმარი შროშანები „ცოცხლდებიან“. ისინი მწვანე ფოთლებსა და კვირტებს ისხამენ, რომლებიც ყვავილობისთვის მზადაა. ეს ყველაფერი ერთ ღამეში ხდება. ეს ამოუხსნელი ფენომენი იმდენად უჩვეულოა, რომ მეცნიერებას მისთვის დღემდე ახსნა არ მოუძებნია. მორწმუნეთათვის კი ეს სასწაული, რომელიც კეფალონიაზე ყოველწლიურად ხდება, ღვთის მადლისა და ნუგეშის წყაროა. ადგილობრივები ამას „პანაგია გრავალიოტისას“ სასწაულს უწოდებენ და მოუთმენლად ელიან ღვთისმშობლის საოცარ გამოცხადებას.

  ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან

ხატის სახელწოდებას საინტერესო ისტორია აქვს. დაახლოებით 1702 წელს, ადგილობრივი მმართველის, გრაფი კონტე ლიანოსის მსახურს, ვაზის გასაშენებლად მიწის დამუშავებისას, ფოცხში ხის მასალა გაეჭედა, რომელიც ღვთისმშობლის ხატი აღმოჩნდა. სწორედ „გრავალადან“, ანუ ფოცხიდან, მიიღო ხატმა სახელი „გრავალიოტისა“.

შეშინებულმა მუშამ ხატი მშრალი ბალახის გროვაში დადო და კონტეს გასაფრთხილებლად გაიქცა. კონტემ, საქმეებით დაკავებულმა, უბრძანა, რომ სიწმინდე წმინდა დიმიტრიოსის ეკლესიაში წაეღო. ღამით კონტეს სიზმარში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რატომ წამიყვანე სახლიდან?“ დილით გრაფი ეკლესიაში გაემართა, ხატი სახლში წამოაბრძანა, რისთანავე მისი ეტლს მიჯაჭვული ქალიშვილი ფეხზე წამოდგა, ფრთხილად მიუახლოვდა ხატს და თაყვანი სცა.

კონტემ გადაწყვიტა, ხატის აღმოჩენის ადგილზე ტაძარი აეგო. მშენებლები, ადგილზე მისულები, უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ: მშრალი ბალახის გროვა, რომელზეც მუშამ ხატი დადო, აყვავებული იყო, მწვანე ფოთლებითა და პატარა შროშანებით… სრულად

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი