ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.
მათივე განმარტებით, ფიზიკური პირი არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა ვალდებულია წარადგინოს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, იმ შემთხვევაში თუ:
- საკუთრებაში აქვს დასაბეგრი მიწა, სარგებლობს/ფლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით, ან მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (გარდა იჯარის, ქირის, უზურფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულებით სარგებლობისა);
- პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ (ებ)ი (მსუბუქი ავტომობილი − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება), მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვთ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (გარდა იჯარის, ქირის, უზურფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულებით სარგებლობისა). ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და სხვა).
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები. კითხვის გაგრძელება…


