შაბათი, აგვისტო 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაქმარმა ცოლი მოკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ქმარმა ცოლი მოკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. რის შედეგადაც ნ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  პირველად ისტორიაში, მსოფლიოში პირველი ჩემპიონატია⚽ - პეკინში ავტონომიური რობოტების საფეხბურთო მატჩი გაიმართა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი