ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ასეთი ქვეყანაა.

გერმანიის ქალაქ გეტინგენის უნივერსიტეტისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 186 ქვეყნის სურსათის წარმოება შეისწავლეს. შედეგებმა ცხადყო, რომ გაიანა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შეიძლება სრულიად თვითკმარი იყოს საკვების იმ შვიდი მთავარი ჯგუფის თვალსაზრისით, რომელზეც კვლევის ფარგლებში ფოკუსირდნენ.

მეორე ადგილზე გავიდნენ ჩინეთი და ვიეტნამი — ისინი საკმარის საკვებს აწარმოებენ, რათა დააკმაყოფილონ თავიანთ მოსახლეობის საჭიროებები საკვების შვიდიდან ექვს კატეგორიაში.

ყოველი შვიდიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა აკმაყოფილებს კვოტას საკვების ხუთ ან მეტ ჯგუფში, მესამედი კი თვითკმარია ორ ან ნაკლებ ჯგუფში. საკვების არცერთ ჯგუფში არ გააჩნია თვითკმარობა ექვს ქვეყანას — ავღანეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ერაყს, მაკაუს, კატარსა და იემენს. კითხვის გაგრძელება