ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ, ეს ენა უკვე მშობლიურივითაა“ - ვინ არის ჩერქეზი...

„ქართულ სიმღერებს ხშირად ვუსმენ, ეს ენა უკვე მშობლიურივითაა“ – ვინ არის ჩერქეზი ბიჭი, რომლის ქართულად ნამღერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ადი­ღე­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვის ვი­დეო, რო­მელ­შიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის კომ­პო­ზი­ტორ ეთერ ჭე­ლი­ძის ცნო­ბილ ქარ­თულ ჰიტს „მაღ­ლა მაღ­ლა რომ დაფ­რი­ნავ…“

ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ, – ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა არ­ტის­ტმა, ადი­ღე­ელ­მა ას­ტე­მირ აპა­ნა­სოვ­მა ამ­ჯე­რად მსმე­ნე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ცოდ­ნით გა­ა­ო­ცაო.

ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ადი­ღე­ე­ლი ბი­ჭის მიერ უაქ­ცენ­ტო ქარ­თუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი, ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლი, ას­ტე­მირს კო­მენ­ტა­რებ­ში უწერს:

“რა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნდა იყო, რომ უნაკ­ლოდ იმ­ღე­რო ქარ­თუ­ლად, ისე რომ არ იყო ქარ­თვე­ლი! ჩემო ძვირ­ფა­სო, შენ ბრწყინ­ვა­ლე ხარ! ვინც ბო­ლომ­დე არ მო­უს­მენს, დიდ სუ­ლი­ერ სი­ლა­მა­ზეს და­კარ­გავს! მიყ­ვარ­ხარ, ვა­მა­ყობ შე­ნით, მად­ლო­ბა რომ მღე­რი ჩემს მშობ­ლი­ურ ენა­ზე.“

თუმ­ცა ეს ას­ტე­მი­რის­თვის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ყო­ფი­ლა. 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლის სოლო კონ­ცერ­ტზე დუ­ეტ­ში “ან­გე­ლო­ზად მოხ­ვალ“ იმ­ღე­რა.

ვინ არის ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვი
ას­ტე­მი­რი 1989 წლის 21 სექ­ტემ­ბერს ნალ­ჩიკ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და-ძმას­თან, ალ­ბი­ნას­თან და ალიმ­თან ერ­თად, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში. ის ეროვ­ნე­ბით ჩერ­ქე­ზია და ბავ­შვო­ბა­ში დიდ დროს ატა­რებ­და დე­დის ნა­თე­სა­ვებ­თან ადი­ღე­ის დე­და­ქა­ლაქ მა­ი­კოპ­ში.

აპა­ნა­სო­ვე­ბის მშობ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მღე­როდ­ნენ ან­სამ­ბლ “ყა­ბარ­დინ­კა­ში“, ში­ნაც ხში­რად აწყობ­დნენ მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მო­ებს, რო­მელ­შიც შვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამ დროს ას­ტე­მი­რი თურ­მე ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა მღე­რო­და.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნალ­ჩი­კის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ ამის­თვის ჩა­სა­რი­ცხად ქრთა­მი მოს­თხო­ვეს. რის შემ­დე­გაც მა­მას­თან ერ­თად, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

მუ­სი­კა და შე­მოქ­მე­დე­ბა
ას­ტე­მირ­მა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა ექ­ვსი წლის ასა­კი­დან და­ი­წყო. ბიჭი ჯერ ძმას­თან ალიმ­თან ერ­თად გა­მო­დი­ო­და, შემ­დეგ მარ­ტო დარ­ჩა. მისი პრო­დი­უ­სე­რის ფუნ­ქცი­ებს კი მამა ითავ­სებ­და. ხან­და­ხან სცე­ნა­ზე ბავ­შვთან ერ­თად დე­დაც იდგა და მღე­რო­და. მშობ­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნეს დიდი მან­ქა­ნა სპექ­ტაკ­ლებ­ზე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და კოს­ტი­უ­მე­ბის გა­და­სა­ტა­ნად და გზა­ზე კი შვი­ლებს სკო­ლის­თვის ამე­ცა­დი­ნებ­დნენ, რად­გან ხში­რად უწევ­დათ გაც­დე­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი ას­ტე­მი­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში, გა­მო­დი­ო­და კონ­ცერ­ტებ­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წელ­ში გა­და­წყვი­ტა სოლო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

  გულის უკმარისობა – XXI საუკუნის კარდიოლოგიის აქტუალური საკითხი

 

და­წე­რა ორი­გი­ნა­ლუ­რი ლექ­სე­ბი, მე­ლო­დი­ე­ბი და თავ­და­პირ­ვე­ლად კერ­ძო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და. ასე რომ, მას მეტი დრო და ენერ­გია ჰქონ­და შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებ­ში ხში­რად ყვე­ბო­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს: მა­გა­ლი­თად, მის რე­პერ­ტუ­არ­შია კომ­პო­ზი­ცია, რომ­ლე­ბიც ეძღვნე­ბა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს ლი­ა­ნას და მის ქა­ლიშ­ვილ სა­ფი­ნას. თა­ვის მე­ლო­დი­ებ­ში აერ­თი­ა­ნებს პო­პუ­ლა­რულ და ეთნო მუ­სი­კას.

ის რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­დის კავ­კა­სი­უ­რი და რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რე­ბის წი­ნა­შე საფ­რან­გეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, აშშ-სა და ჩი­ნეთ­ში. აპა­ნა­სო­ვი სცე­ნა­ზე გა­მო­დის ჰი­ტე­ბის ქა­ვერ ვერ­სი­ით და ორი­გი­ნა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი­თაც.

არ­ტის­ტის დის­კოგ­რა­ფი­ა­ში შე­დის სიმ­ღე­რე­ბი 13 ენა­ზე. ის ცდი­ლობს უცხო სი­ტყვე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოთ­ქვას, რო­გორც ეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შემ­თხვე­ვა­შია. ამ­ბობს, რომ ყუ­რა­დღე­ბით სწავ­ლობს ტექსტს, შემ­დეგ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დის იმ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რა ენა­ზეც უნდა იმ­ღე­როს. არ­ტის­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კარგ მუ­სი­კას ეროვ­ნე­ბა არ აქვს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­ტე­მი­რი ხში­რად მღე­რის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, იგი უხამ­სად მი­იჩ­ნევს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხილ­ვას ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში. მომ­ღე­რა­ლი დიდი ხნის წინ და­შორ­და მე­უღ­ლეს, ეროვ­ნე­ბით ჩეჩენ ზა­ლი­ნა ამა­გო­ვას. აღი­ა­რებს, რომ ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად ეძებს გულ­წრფელ და ხა­ლი­სი­ან გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას­თან ერ­თად.

ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ambebi.ge ას­ტე­მირს და­უ­კავ­შირ­და. გვინ­დო­და იმ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, ვინც მომ­ღერ­ლის უაქ­ცენ­ტოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნამ­ღე­რი მო­ის­მი­ნა, გა­ი­ზი­ა­რა და და­ინ­ტე­რეს­და, რა აკავ­ში­რებ­და ადი­ღე­ელ ბიჭს სა­ქარ­თვე­ლოს­თან…

– ას­ტე­მირ, რა იცით სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ ეს სიმ­ღე­რა?

– სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და მუ­სი­კა. მოს­კოვ­ში ყოფ­ნი­სას დავ­დი­ო­დი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის, “ერი­სი­ო­ნის,“ “მგზავ­რე­ბის“ და სხვა ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტებ­ზე. ჩერ­ქე­ზებ­სა და ქარ­თვე­ლებს ბევ­რი რამ აქვთ სა­ერ­თო, მა­გა­ლი­თად, მდი­და­რი ის­ტო­რია. ეს სიმ­ღე­რა შემ­თხვე­ვით მო­ვის­მი­ნე ინ­ტერ­ნეტ­ში ჯგუფ “გორ­დე­ლას“ შეს­რუ­ლე­ბით და პირ­ვე­ლი­ვე ნო­ტი­დან შე­მიყ­ვარ­და. რამ­დე­ნი­მე წელი ყურ­სას­მე­ნე­ბით ვუს­მენ­დი. ამას წი­ნათ, უბ­რა­ლოდ, ვი­ჯე­ქი და ვიმ­ღე­რე… მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­გან ასეთ თბილ რე­აქ­ცი­ას არ ვე­ლო­დი, ეს კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ჩემს სიყ­ვა­რულს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ.

  Interior Design Tips: Decorating to Celebrate the Great Outdoors

– იც­ნობთ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს, ვინც რუ­სეთ­ში მღე­რი­ან?

– ვიც­ნობ და ვმე­გობ­რობ ეთე­რი ბე­რი­აშ­ვილ­თან, ის ქვეყ­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ხმაა. და­ნარ­ჩე­ნი ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მაგ­რამ ბევ­რს “ვა­ფო­ლო­ვებ“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მა­გა­ლი­თად, მა­რი­ამ ელი­აშ­ვილს…

– ას­ტე­მირ, რო­გორ მღე­რი ასე­თი კარ­გად ქარ­თუ­ლად, რო­დე­საც ენა არ გეს­მით. იცით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი აზი­ა­რებს თქვენს სიმ­ღე­რას?

– ჩერ­ქე­ზუ­ლი ენა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ენაა და მის შემ­დეგ, ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი ბგე­რის წარ­მოთ­ქმა შე­გიძ­ლი­ათ და რად­გან ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ხში­რად ვუს­მენ, ეს ენა უკვე მშობ­ლი­უ­რი­ვით არის ჩემ­თვის. ალ­ბათ ამი­ტომ არ გა­მი­ჭირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბებს, დიახ, შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. ჯერ ვერ შე­ვა­ფა­სებ ამ სიმ­ღე­რის გა­ზი­ა­რე­ბე­ბის მას­შტა­ბებს, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა, ყო­ვე­ლი თბი­ლი სი­ტყვა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი