კვირა, ნოემბერი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი - დადიანის ქუჩაზე, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით სახიფათო...

ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი – დადიანის ქუჩაზე, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით სახიფათო მანევრი შეასრულა

გუშინ, ცოტნე დადიანის ქუჩა–ზე, ახლოს მე‑10 საჯარო სკოლასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ავტომობილით რამდენიმე სახიფათო მანევრი შეასრულა პიროვნებამ, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის უცნობია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, მძღოლმა არა მხოლოდ მოინდომა აქციის მონაწილეების სიახლოვით გადაადგილება, არამედ შეეჯახა ტერიტორიაზე უკვე გაჩერებულ ერთ-ერთ ავტომობილს.
ასევე ჩანდა, რომ სამართალდამცავი მოქმედებდა მის გაჩერების მიზნით, თუმცა მძღოლმა ავტომანქანით მოძრაობა დაიწყო უშუალოდ პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელი პირის მიმართულებით და მსუბუქად დაეჯახა მას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 123-ე და 125-ე მუხლებით დაიწყო, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებას ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობასა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ცოტნე დადიანის ქუჩაზე სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ, რის გამოც მათ ქუჩა გადაკეტეს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „2023 წელი - თქვენ მითხარით, მართალი ვიყავი თუ არა?!“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი