პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ფილარმონიის დაცვას გაუსხლტა, მოულოდნელად სცენაზე ამოვიდა ასაკოვანი ქალბატონი, როიალთან მყოფს მომიახლოვდა და...

„ფილარმონიის დაცვას გაუსხლტა, მოულოდნელად სცენაზე ამოვიდა ასაკოვანი ქალბატონი, როიალთან მყოფს მომიახლოვდა და ათრთოლებულმა მითხრა..“ – ნიკოლოზ რაჭველი ემოციურ კადრებს აქვეყნებს

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობისას გადაღებულ ემოციურ მომენტს უზიარებს გულშემატკივრებს.

ნიკოლოზ რაჭველი წერს უცნობი ქალბატონის შესახებ, რომელიც სრულიად მოულოდნელად ავიდა სცენაზე, რათა მისდამი მადლიერება გამოეხატა.

„მეხსიერების ბარათის“ ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობისას ფილარმონიის დაცვას გაუსხლტა და მოულოდნელად სცენაზე ამოვიდა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც როიალთან მყოფს მომიახლოვდა და ათრთოლებულმა მითხრა, რომ შთაბეჭდილებისა და ემოციისგან თავი ვერ შეიკავა და რომ საკუთარი შვილივით ვუყვარვარ…

მე დავიბენი, შემეშინდა, რომ ორკესტრის დაკვრას საფრთხე არ შექმნოდა და ლაკოინურად გამოვხატე მადლიერება, არადა:)

დიდი მადლობა ყველას, ვისაც ასეთი გულთბილი, კეთილი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება აქვს ჩემსა და ჩემი საქმის მიმართ!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

  VIDEO: ასჯერ მაინც ვუყურე - ლაშა რამიშვილისა და ინდოელი გოგოს სიმღერამ რეკორდი მოხსნა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი