ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაუცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის გამოიცა ახალი სახელმძღვანელო – „ამბები ჩემი ქვეყნიდან‘‘

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის გამოიცა ახალი სახელმძღვანელო – „ამბები ჩემი ქვეყნიდან‘‘

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის გამოიცა ახალი სახელმძღვანელო „ამბები ჩემი ქვეყნიდან‘‘, რომელიც ქართული ენის, როგორც უცხოური ენის, სწავლების თანამედროვე მეთოდებზეა დაფუძნებული.

წიგნი მოიცავს 7 თემას: ტექსტები დედაენიდან, ქართული ხალხური შემოქმედება, საყვარელი ტექსტები, ქართული იგავ-არაკები, პატარა და დიდი ამბები, ქართული ზღაპრები, ქართული ანიმაცია.

სახელმძღვანელოს ენა მარტივი, გასაგები და მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებზე მორგებულია. წიგნში გამოყენებულია პრაქტიკული სავარჯიშოები, ყოველდღიურ კომუნიკაციაზე ორიენტირებული ტექსტები და კულტურული ელემენტები, რომლებიც ენის შესწავლასთან ერთად ქართულ იდენტობასაც აძლიერებს. წიგნში ილუსტრაციებად გამოყენებულია უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების ნახატები.

გამოცემას, საგანმანათლებლო დატვირთვასთან ერთად, აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების სამშობლოსთან ენობრივი და ემოციური კავშირის შენარჩუნებისა და ქართული ენის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის.
სახელმძღვანელო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით გამოიცა.

  მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი