ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ურთულეს პერიოდში მოუწია რუსეთში მოღვაწეობა, ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი...

„ურთულეს პერიოდში მოუწია რუსეთში მოღვაწეობა, ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც არავის არ დაუტოვა“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება.

მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევანს რუსეთში ცხოვრება ურთულეს პერიოდში მოუწია, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის.

„მითხარი როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“ – ეს სიტყვებია ამ სიმღერის და დაგიტოვე კითხვა – როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება უშენოდ.

ვუყურებ ამ ჩანაწერს და ვფიქრობ – უნდა ვიამაყოო ??? ძალა აღარ შემწევს, არადა თურმე უნდა შევძლო…

ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს ამ ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია. ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის.

ვფიქრობ და ვერ ავხსენი: რა ქნა ამისთანა – როგორ იცხოვრა, როგორ შეძლო, როგორ მოახერხა, რომ უამრავი ადამიანის სიყვარული და უსასრულო მონატრება დაიმსახურა შინ თუ გარეთ.

ადამიანები პატივს მიაგებენ თავისი ქვეყნის შვილებს,ვალდებულებები აქვთ მათ წინაშე, მაგრამ ამ საღამოზე – ქალბატონი ლუბას იუბილეზე, არ ყოფილა არანაირი ვალდებულება და აუცილებლობა – იყო მხოლოდ აღიარება: აღიარება იმისა,რომ იმსახურებ, რომ სულ იქნები, რომ მართლა, დამსახურებულად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგიძლია ამ უზარმაზარი სცენის უამრავი ეკრანიდან გამოანათო შენი ბრიალა თვალებით, შენი ალალი და ნამდვილი ღიმილით თუ სიცილით და ადამიანებს ერთხელ კიდევ უთხრა: Я хотель показать мою ГРУЗИЮ 🇬🇪 შენ ღირსეულად დაანახე ყველას შენი საქართველო და ღირსეულად დაიმსახურე აღიარება.

დიდი მადლობა ქალბატონ ლუბას, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ასე ძვირფასია ჩემი, თქვენი და ქვეყნის ლევანიკო

მე კი ისღა დამჩენია შევძლო იმდენი, რომ ვიამაყო შენით ჩემო ლევანო“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

მასალის გამოყენების პირობები
  როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კატლეტის კლასიკური რეცეპტი და 3 საუკეთესო ალტერნატივა

კატლეტის კლასიკური რეცეპტი და 3 საუკეთესო ალტერნატივა

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი