ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიუმძიმესი დანაშაული კახეთში, ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს - თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის...

უმძიმესი დანაშაული კახეთში, ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს – თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­უვრცე­ლეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.გ. და 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ. და­ა­კა­ვეს.

  • რო­გორც შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, მათ ბრა­ლად ედე­ბათ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გა­მო­ძალ­ვა, ან­გა­რე­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში, მა­მა­კაცს – 1994 წელს და­ბა­დე­ბულ გ.გ.-ს, თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­უვრცე­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი­დან მა­ლე­ვე გ.გ.- მ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.გ. და ნ.მ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

“ახალ­გაზ­რდა, 32 წლის ბი­ჭია და­ღუ­პუ­ლი. რო­გორც ვი­ცით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ერთი თბი­ლი­სე­ლია, მე­ო­რე – გო­რე­ლი. ვიცი, რომ გ-ს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი გა­უ­ტე­ხეს და მისი სა­ხე­ლით ატ­ვირ­თეს ფო­ტო­ე­ბი. შემ­დეგ რაც მოხ­და, ყვე­ლამ იცის” –  ამბობს ადგილობრივი ბელა ბეჟანიშვილი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 181- ე, 157-ე პრი­მა და 115-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეიდან ძალაში შევიდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი