ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიტრაილერის მძღოლი, რომელსაც საქართველოში 298 კგ "ჰეროინის" შემოტანას ედავებოდნენ, თავისუფალია

ტრაილერის მძღოლი, რომელსაც საქართველოში 298 კგ “ჰეროინის” შემოტანას ედავებოდნენ, თავისუფალია

ტრაილერის მძღოლი, ფრიდონ მაღლაკელიძე, რომელსაც საქართველოში 298 კგ “ჰეროინის” შემოტანას ედავებოდნენ, გაამართლეს. ინ­ფორ­მა­ცია “ტვ პირ­ველ­მა” გა­ავ­რცე­ლა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

“მე არაფერი ჩამიდენია” – ამტკიცებდა დაკავების დღიდან ტრაილერის 65 წლის მძღოლი.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა პენსიონერმა პირველი, ექსკლუზიური ინტერვიუ, “პირველებს” მისცა.

ფრიდონ მაღლაკელიძეემ დეტალურად გაიხსენა, რა მარშუტი გაიარა და დაადასტურა, რომ ის არცერთ საბაჟოზე არ შეუმოწმებიათ: 

მქონდა ჯერ ჩემი თავის იმედი, რომ არაფერ დანაშაულში არ მქონდა შეხება დანაშაულთან, კანონსაწინააღმდეგო არ დამირღვევია საერთოდ არაფერი და შეიძლება ბევრი კანონი არ ვიცი, მაგრამ რომელიც არის უკვე გამოშვებული, იმას ყოველთვის ვასრულებდი და ვეთანხმებოდი. დღეს მქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ გაიმარჯვებდა სამართალი.

მე ჩვეულებრივად, რაც 20 წლის განმავლობაში ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა იყო, ის შევასრულე – მივიღე ლოკაცია, მივედი დავტვირთე, წავედი, შევედი სომხეთის სახელმწიფო ტერმინალში, ტერმინალმა დაპლომბა მანქანა, შეამოწმა მებაჟემ ტვირთი, მომცეს საბუთები, წამოვედი და დავტოვე ქვეყანა. დიახ (ორივე საბაჟო ტერმინალი გავიარე პრობლემის გარეშე). შემდგომ სკანერზე გავიარე ფოთში, ჩვეულებრივად მიმართვა მქონდა უნდა გამევლო, მერე წავედი ბათუმის პორტში, ბათუმის პორტში მითხრეს ჩვეულებრივად წითელშია მანქანაო და რაც მოხდა ეგ იყო,” – ამბობს ფრიდონ მაღლაკელიძე.

85 მილიონი დოლარის ღირებულების  “ჰეროინის” საქართველოში შემოტანის საქმეზე ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება “შაბათის ეთერმა” რამდენიმე თვის წინ გააკეთა.

  • “შაბათის ეთერმა” დასვა კითხვა – ნარკოტიკების საქართველოს გავლით სომხეთიდან ნიდერლანდების სამეფოში გადატანას მფარველები ჰყავდა, თუ სისტემა ისე არის მოშლილი, რომ კონტროლს ვერ ახორციელებს?
  • დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ აგურის საფასადე მასალებით დატვირთულმა ტრაილერმა  საქართველოში ორი საბაჟო კონტროლი ისე გაირა, რომ 290 კილოგრამი ნარკოტიკი მებაჟეებმა ვერ შეამჩნიეს.
  • საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმე გახსნილად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ივნისს, ანუ  საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკებით სავსე ტრაილერის შემოსვლიდან მეცხრე დღეს გამოცხადა. თუმცა ამ განცხადებაში  მინისტრის მოადგილეს არაფერი უთქვამს, როგორ გაიარა საქართველოში მკვლელი  ნივთიერებით სავსე სატვირთომ მინუმუმ ორჯერ საბაჟო შემოწმება.
  ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი