პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი„ტკბილი ქვეყანა“ წელს 10 ბრენდული მაღაზიის დამატებას გეგმავს

„ტკბილი ქვეყანა“ წელს 10 ბრენდული მაღაზიის დამატებას გეგმავს

საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყანა”, მიმდინარე წელს ბრენდული მაღაზიების კუთხით გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, როგორც კომპანიის გაყიდვების დირექტორმა შალვა ტყემალაძემ “ბიზნესპარტნიორთან აღნიშნა, “ტკბილი ქვეყანა” 10 ობიექტს, თბილისში დაამატებს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლოკაციების მოძიების ეტაპი მიმდინარეობს.

“ამჟამად 3 ობიექტი გვაქვს და გვინდა, რომ უფრო გავფართოვდეთ. მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებში ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა რაოდენობის ინვესტიციას განვახორციელებთ. კომპანიის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და შესაბამისად, მუდმივად გაფართოებასა და განვითარებაზე ვმუშაობთ”, – აცხადებს შალვა ტყემალაძე.

ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე “ტკბილი ქვეყანა” 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 3 ბრენდულ მაღაზიას ფლობს. კომპანია 500-მდე ადამიანს ასაქმებს.

წყარო

#drpkhakadze

  სასტიკი მკვლელობა თბილისში - "27 წლის ახალგაზრდა მაღალი სართულიდან გადმოაგდო, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდა"
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი