ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა" - როდემდე გასტანს უამინდობა

„ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა” – როდემდე გასტანს უამინდობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახითაც.

„დღეისათვის დასავლეთ საქართველოში გვექნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია იყოს ქარბუქი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გვექნება თოვლი. აქაც შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. რაც შეეხება თბილისს, აქ დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება მცირე თოვლი“, – განუცხადა „ქრონიკას“ სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი