სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
❌ სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.
‼️ სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4). შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირების და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები.
ამავდროულად, მეწარმე ბიზნეს საქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მეწარმე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
🔹სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს – 1️⃣5️⃣0️⃣1️⃣
📍 დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა!
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]


