ჩვენი წინაპრები სახლებში წვავდნენ მცენარის ფოთლებს, რათა თავი დაეღწიათ როგორც ბოროტი სულებისგან, ასევე ნესტისგან, ბუზებისა და კოღოებისგან.
ლეგენდის თანახმად, სოფლის განაპირას ცხოვრობდა მკურნალი, რომელსაც მიმართავდნენ, თუ რომელიმე მცხოვრები ავად გახდებოდა, რადგან მისმა რჩევებმა ადამიანები სასიკვდილო სარეცლიდანაც კი წამოაყენა.
ერთ დღეს, როდესაც მკურნალი ბუხართან დაფნის ფოთლებს აშრობდა, ერთი ფოთოლი შემთხვევით ცეცხლში ჩავარდა – ქალმა უცნაური არომატი იგრძნო, რომელიც სწრაფად გავრცელდა ოთახში.
მალე მისი ქოხი საამო სურნელით აივსო, სუნთქვა გაუადვილდა, მკურნალი მიხვდა, რომ დაფნის ფოთლებში რაღაც განსაკუთრებული ძალა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ იმ წლებში ქოხებში ჰაერი, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სურნელოვანი იყო, რადგან იქ არა მარტო ხალხი ცხოვრობდა, ზამთარში შინაურ ცხოველებსაც შემოღობილ კუთხეში აბინავებდნენ.
მკურნალმა მოიფიქრა რიტუალი გლეხის ქოხებში ჰაერის გასაწმენდად და ყველას ურჩია:
თვეში სამჯერ მაინც დაეწვათ დაფნის 2-3 ფოთოლი და გაეჯანსაღებინათ გარემო. ეს არა მარტო აადვილებს სუნთქვას, არამედ ხელს უშლის მწერების ოთახში შეღწევას. ასევე, ასუფთავებს სახლს ნეგატიური ენერგიისგან.
შენობების დეზინფექციისთვის ბერძნები და რომაელები დაფნის გამხმარ ფოთლებს წვავდნენ, კვამლით ჟღენთდნენ პატრიციების სასახლეებსა და ღარიბთა უბრალო სახლებს, რათა თავიდან აეცილებინათ ავადმყოფობის გავრცელება.
დაფნის სასარგებლო თვისებები: ფოთლების დაწვას შეუძლია არა მხოლოდ გაასუფთავოს ოთახი უსიამოვნო სუნი კვამლით, არამედ გაწმინდოს სახლის ენერგია.
მოქმედებს როგორც სედატიური საშუალება და ანტიდეპრესანტი, ხსნის დაღლილობას. დაფნის ფოთლის კვამლი აადვილებს სუნთქვას. კვამლი ასუფთავებს ოთახს.
მასალის გამოყენების პირობები