ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებისახლში გაზქურების გამოყენება ბავშვებში კიბოს რისკს აორმაგებს

სახლში გაზქურების გამოყენება ბავშვებში კიბოს რისკს აორმაგებს

ახალი კვლევის თანახმად, თქვენს სახლში არსებული გაზქურები შეიძლება გამოყოფდეს კიბოს გამომწვევი რაოდენობის ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს. კვლევა ფოკუსირებული იყო ბენზოლზე, რომელიც ბუნებრივი აირის, იგივე პროპანის წვის შედეგად წარმოიქმნება და ისედაც ცნობილია, რომ ზრდის კიბოს რისკს.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 87 სახლში გაზომა გაზქურიდან ბენზოლის გამოყოფის მაჩვენებელი; ასევე შეისწავლეს ამ აირის მოძრაობა და ჩაატარეს კომპიუტერული მოდელები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვრცელდებოდეს ბენზოლი.

როგორც მონაცემებმა აჩვენა, იმ სახლებში, სადაც გაზქურები ბევრ ბენზოლს გამოყოფს და ცუდი ვენტილაცია აქვთ, ბენზოლით გამოწვეული კიბოს რისკი მნიშვნელოვნად მომატებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებშიც სიცოცხლის განმავლობაში კიბოს რისკი 1,85-ჯერ იზრდება, ვიდრე ზრდასრულებში.

„ბუნებრივი აირისა და პროპანის გაზქურები წვის გზით ბენზოლს გამოყოფს — ცნობილ კანცეროგენს. ამ კვლევაში შევაფასეთ ბენზოლის ზემოქმედება მოსახლეობის დონეზე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები 6,3 მილიონ ამერიკელში, რომლებიც ბენზოლის გამომყოფი ტოპ 5 პროცენტი გაზქურების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“, — წერენ მკვლევრები.

კვლევამ მრავალი მონაცემი დადო. კიბოს რისკი ყველაზე მაღალი იყო ბინებსა და პატარა სახლებში, სადაც ბენზოლი ხშირად საძინებელ ოთახებშიც აღწევდა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ბენზოლის ზემოქმედებისგან კიბოს რისკი მილიონში ერთია — ანუ, თუკი მილიონი ადამიანი აღმოჩნდება ამ მაჩვენებლით ზემოქმედების ქვეშ, ამის გამო შეიძლება ერთ ადამიანს განუვითარდეს კიბო.

ახალმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ბენზოლის ყველაზე მეტად გამომყოფი გაზქურების მქონე სახლებში, საძინებელ ოთახებში შესული ბენზოლის ზემოქმედებით ბავშვებში კიბოს რისკი ცხოვრების განმავლობაში არის 1,92 – 12,03 ბავშვი მილიონში, ზრდასრულებში კი 0,94 – 5,89 ადამიანი მილიონში. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ დონეზე.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  “პათოლოგიის კვლევითი ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას მბეჭდავის პოზიციაზე

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი