ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდილაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ერთოდა ძლიერი წვიმა,დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლების სახურავი,

დატბორილია ოცდაათამდე საცხოვრებელი  სახლების პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები. მოგლეჯილია მრავალწლიანი ნარგავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ და მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან. დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაზე მუშაობს „ენერგო პრო-ჯორჯიის“ ტექნიკური სამსახური.

საცხოვრებელი სახლები
         ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით მოსული ნალექი იმდენად უხვი იყო რომ სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დატბორა

სკოლა და საბავშვო ბაღი არაა დაზიანებული, მაგრამ ათეულობით საცხი რებელი სახლილების სახურავია დაზიანებული და ასევე დატბორილია სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. სამწუხაროა, რომ წელს სტიქიამ მუნიციპალიტეტი ბევრჯერ აზარალა“, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა.

#drpkhakadze

წყარო

 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რა სამუშაოები ჩატარდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი