შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისიდან საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.

„2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის კომერციული მიზნით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული (დაკვეთით), მგზავრების გადაყვანისას, ყველა გადამზიდველმა სავალდებულოდ უნდა შეავსოს მგზავრთა სია, რომელიც ECMT-ის საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ამასთან, მგზავრთა სია სავალდებულოა ყველა M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (მინივენები, ავტობუსები და მიკროავტობუსები) შემთხვევაში. დოკუმენტი უნდა შეივსოს ელექტრონულად, ლათინური ასოებით, მგზავრობის დაწყებამდე. ბეჭდური ვერსია უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე და წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოს. სია უნდა ამოიბეჭდოს მხოლოდ A4 ფორმატზე,“ – განმარტავს სამინისტრო.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  „მეცნიერებამ ეს უკვე დაადასტურა - თქვენი ძაღლი თქვენზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული, ვიდრე საკვებზე“ - გიორგი ფხაკაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი