პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„საქართველო კონვენციის ხელმოწერის პროცესში ჩაერთო - ის საბჭოს წევრია და დღეს დილით...

„საქართველო კონვენციის ხელმოწერის პროცესში ჩაერთო – ის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან“-ალენ ბერსე

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ აღნიშნა, რომ საქართველო უკვე წლებია ევროპის საბჭოს წევრია და დღეს კონვენციის ხელმოწერის პროცესშიც ჩაერთო. მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა პარალელურად საჭიროა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან.

ბერსეს თქმით, წევრ ქვეყნებს შორის დაახლოება და დიალოგის გაღრმავება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

„ევროპის საბჭოს ფარგლებში მუდმივ კონტაქტში ვართ ერთმანეთთან და აუცილებელია, ვეძებოთ გზები, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იმ საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს. ეს ფუნდამენტური პრინციპებია, რომელთა საფუძველზეც ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყანა ერთიან კონტინენტად ყალიბდება“, — განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ცნობილია, რომ საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციას, რომლის საფუძველზეც უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია იქმნება. აღნიშნული ორგანო იმ განაცხადებს განიხილავს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ან მის წინააღმდეგ განხორციელებული საერთაშორისო სამართლის დარღვევებით მიყენებული ზიანის, დანაკარგებისა და კომპენსაციის მოთხოვნებს უკავშირდება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ბიუ ბიუ: "ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით"
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი