სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასამოგზაურო დაზღვევა გაძვირდა - როგორია ახლანდელი ფასები?

სამოგზაურო დაზღვევა გაძვირდა – როგორია ახლანდელი ფასები?

საქართველოში სამოგზაურო დაზღვევა თითქმის ყველა სადაზღვეო კომპანიაში გაძვირდა. ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის იანვრიდან, რამდენიმე მსხვილი სადაზღვეო კომპანიიდან დაიწყო და მთელს ბაზარს მოედო.

მაგალითისთვის, სადაზღვეო კომპანია “ირაოს” სამოგზაურო დაზღვევის საფასური, გასულ კვირაში 1.50 ლარიდან, 1.80 ლარამდე გაიზარდა. ხოლო “თიბისი დაზღვევის” სამოგზაურო დაზღვევის 1 და 2-ლარიანი პაკეტები 90 თეთრით გაძვირდა და ახლა მის შეძენას 1.90 და 2.90 ლარად შეძლებთ. აღსანიშნავია Imedi L-ის სამოგზაურო დაზღვევის საფასურიც 2 ლარამდე გაიზარდა.

სადაზღვეო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, სამოგზაურო დაზღვევის გაძვირება ბაზარს გააუმჯობესებს და ეს მომხმარებელზე არა თუ უარყოფითად, არამედ დადებითად აისახება, რადგან გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი და გაიზრდება დაზღვევის ლიმიტი.

„სამოგზაურო დაზღვევის გაძვირება ბაზარს გააუმჯობესებს. ჩვენს ბაზარზე ყოველთვის არსებობდა მრავალი სადაზღვეო კომპანია და სამოგზაურო დაზღვევები, მათ შორის კარგებიც, რომელიც სულ რამდენიმე ლარი ღირდა და ღირს დღეში. ხშირ შემთხვევაში, ეს თანხები არ ყოფნიდა უცხოეთში სასწრაფო ჩარევების ანაზღაურებას, უცხოური სამედიცინო ხარჯების დაფარვას. ასევე ისიც საგულისხმოა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაზღვევას ყიდულობდნენ, თავიანთი თავის უსაფრთხოებაზე არ ფიქრობენ და ეს დაზღვევა მათთის ერთგვარ საშვს წარმოადგენს.“, – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

ამის გარდა, რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თუნდაც 1 კვირით აქვთ საზღვარგარეთ წასვლა დაგეგმილი, არ აქვს დიდი მნიშვნელობა 7 ლარს გადაიხდიან, თუ 14-ს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მომსახურება გაუმჯობესებულია.

„როდესაც მიდიხარ ერთი, ან ორი კვირით საზღვარგარეთ, იმ ხარჯებთან ერთად, რაც გათვალისწინებულია, კვება, სახარჯი ფული და ა.შ. 7 ლარს გადაიხდის ადამიანი, თუ 14 ლარს, არამგონია რაიმე დაბრკოლებას წარმოადგენდეს. ფასს ამ შემთხვევაში ბაზარი არეგულირებს. უნდა გვესმოდეს მარტივად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სეგმენტი და ის, ვინც თვითონ ფიქრობდა და ყიდულობდა ამ დაზღვევას შეგნებულად, თავისი თავის უსაფრთხოებისთვის, ის ყოველთვის მეტს იხდიდა დაზღვევაში და კვლავ გადაიხდის“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი