ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 288.4 ლარი შეადგინა...

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 288.4 ლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 282.5 ლარი იყო, ნოემბერში კი ეს მაჩვენებელი ხუთი ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა და, ჯამში, 288.4 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ხუთი ლარითა და ათი თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 255.4 ლარს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  კადეტთა სამხედრო ლიცეუმის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი