საქართველოში მედუდუკეები (Bombycilla garrulus) ისევ გამოჩნდნენ
ამჯერად ყაზბეგში დააფიქსირეს გუშინ და დღესაც,
ამიტომ ყურადღებით იყავით, სადაც ცივა და ხეზე ხილია შემორჩენილი, ყველგან შეიძლება ეს ულამაზესი ფრინველები მოფრინდნენ სტუმრად.
მედუდუკე საქართველოს ზამთრის სტუმარია, მაგრამ ისეთი, რომელსაც ყოველ ზამთარს ვერ ნახავთ ჩვენთან,
ისინი უკიდურესი ჩრდილოეთით ბუდობენ, მაგრამ მიმომფრენები არიან ზამთარში თავიანთ საბუდარ ტერიტორიებს ტოვებენ,
საინტერესო ისაა, რომ მედუდუკეები სხვა სახეობებს არ გვანან და ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილებს არ სტუმრობენ გამოსაზამთრებლად, არამედ იქით მიემართებიან, სადაც მოეხასიეთებათ,
მათი მიგრაცია ძირითადად სექტემბერში იწყება, როდესაც სახეობის არეალში ტემპერატურა მაქსიმალურად ეცემაპ.ს ჩრდილოეთ ციმბირშიც ბუდობს,
მედუდუკეები ძალიან სოციალური ფრინველები არიან და ზამთარში საკმაოდ დიდ გუნდებსაც ქმნიან, რათა ერთმანეთს ხეებზე შემორჩენილი ხილის პოვნაში, დაეხმარონგუნდებში ხშირად 50-დან 300 ინდივიდამდე ერთიანდება და ზოგჯერ შეიძლება ათასობით მედუდუკეც კი იყოს ერთ გუნდში,
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი მედუდუკეს შესახებ არის ის, რომ ისინი გასამრავლებლად არასოდეს ბრუნდებიან იმავე ადგილას, სადაც წინა წელს იბუდეს. ზოგიერთმა მედუდუკემ, მისი ძველი საბუდარი ადგილიდან ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი შეიძლება დაიბუდოს
ფოტოს ავტორი: Boran Çilek

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


