8 აპრილიდან საქართველოში ლიმონის მთავარმა მომწოდებელმა – თურქეთმა ლიმონის ექსპორტი შეაჩერა. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ადგილობრივი ბაზრის მომარაგების უსაფრთხოების დაცვისთვისაა მიღებულია.
„ლიმონის ექსპორტი 2025 წლის 8 აპრილიდან დროებით შეჩერდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შიდა მოთხოვნისა და მიწოდების უსაფრთხოების დასაცავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ცივი ამინდისა და ყინვის გამო“, – ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
წელს საქართველომ 269.6 ათასი აშშ დოლარის 559 ტონა ლიმონი იყიდა. აქედან, 68% თურქეთიდან. 85.3 ათასის 39.6 ტონა კი, ნიდერლანდებიდან.
საქართველოში იმპორტირებული თურქული ლიმონი ღირებულება [საბაჟოზე გადასახადების გარეშე] 35 ცენტია, ნიდერლანდურის კი 2.